მერია: ზაჰესის ხიდთან გზის ჩანგრევა მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია

ზაჰესის ხიდის ნაწილის ჩამონგრევაზე თბილისის მერია განცხადებას ავრცელებს. “ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის დაზიანება კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ის მაგისტრალური წყალსადენი მილის დაზიანებამ გამოიწვია. ადგილზე მობილიზებულია კომპანიის შესაბამისი ჯგუფი, რომელიც სადიაგნოსტიკო სამუშაოებს აწარმოებს. ზაჰესის ხიდზე იმყოფება თბილისის მერიის კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსი გივი კუბლაშვილიც.

მაგისტრალური წყალსადენის ჩამკეტ-მარეგულირებელი ურდულები უკვე გადაკეტილია და აღდგენითი სამუშაოები დღესვე დაიწყება. კომპანია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერ“-ი აღადგენს გზის დაზიანებულ ნაწილსაც.” – ნათქვამია მერიის განცხადებაში.

ზაჰესის ხიდთან მისასვლელი გზის მონაკვეთი ჩაინგრა. როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ინციდენტის სავარაუდო მიზეზი დატბორვა გახდა.

ადგილზე საპატრულო ეკიპაჟიცაა მობილიზებული.

ზაჰესის ხიდის 28 ივნისსაც ჩაინგრა, მაშინ ხიდი მარცხენა ფლიგელი დაზიანდა.

გლდანის რაიონში ზაჰესის ხიდის სამშენებლო სამუშაოები მარტში დასრულდა. ახალი ხიდი 50-წლიანი საექსპლუატაციო ვადით აშენდა.

პოპულარული

26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა - სურამში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რას არქმევენ ბავშვს ილო ბეროშვილი და ანი ბებია (ვიდეო)
26 წლის გოგოს მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა - სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
ჟურნალისტ ეკო მაღრაძეს ტყუპები შეეძინა (ფოტო)
დაწერე კომენტარი