მერიასთან, ფილარმონიასთან და ეროვნულ სტადიონთან მრავალსართულიანი პარკინგი მოეწყობა” – დავით ნარმანია

დავით ნარმანია

თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან, ეროვნულ სტადიონთან და კიდევ შვიდ ადგილზე, დედაქალაქში მრავალსართულიანი პარკინგის მოსაწყობად მერია ტენდერს უახლოეს პერიოდში გამოაცხადებს, – ამის შესახებ ნარმანიამ განაცხადა.

ნარმანიას თქმით, კომერციული თვალსაზრისით მიმზიდველი კონკრეტული ადგილები შეარჩიეს. ამჟამად სატენდერო დოკუმენტაცია მზადდება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება.

”მრავალსართულიანი პარკინგების მოსაწყობად ტექნიკურ დოკუმენტაციაზე მუშობა დასრულებულია და თბილისის მერიამ ეს დოკუმენტაცია უკვე ჩაიბარა. მოხდა კონკრეტული ადგილების შერჩევა. ეს ადგილები კომერციული თვალსაზრისით შესწავლილია და ათივე ადგილი არის მიმზიდველი. ამჟამად მიმდიანრეობს სატენდერო დოკუმენტაციის მომზადება, რის შემდეგაც ტენდერი გამოცხადდება”, – განაცხადა დავით ნარმანიამ.

დედაქალაქის მერმა 10 შერჩეული ადგილიდან სამი დაასახელა. კერძოდ, თბილისის მერიასთან, ფილარმონიასთან და ეროვნულ სტადიონთან მრავალსართულიანი პარკინგები მოეწყობა.

 

პოპულარული

26 წლის ბეტა ნაჭყებია მეუღლემ ლოგინში მოკლა - სურამში მომხდარ მკვლელობაზე ახალი დეტალები ხდება ცნობილი
"არ ქონდა მნიშვნელობა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი, მაინც ამ სახელს დავარქმევდით" - რას არქმევენ ბავშვს ილო ბეროშვილი და ანი ბებია (ვიდეო)
26 წლის გოგოს მკვლელობის სავარაუდო მოტივი ეჭვიანობაა - სურამში მომხდარი სასტიკი მკვლელობის ახალი დეტალები (ვიდეო)
ჟურნალისტ ეკო მაღრაძეს ტყუპები შეეძინა (ფოტო)
დაწერე კომენტარი