მერაბიშვილს პარტიაში ყოფნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია – ვაშაძე

ნაციონალური მოძრაობის ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის თქმით, ყოფილ პრემიერს, ვანო მერაბიშვილის პარტიის რიგებში ყოფნა არ განიხილება, რადგან მას გადაწყვეტილება თავად არ მიუღია. ამ თემაზე ვაშაძემ TV პირველის ეთერში ისაუბრა.

“ვანო მერაბიშვილს გადაწყვეტილება თვითონ არ მიუღია, შესაბამისად არავითარი მიზეზი და საბაბი არ არის ამ საკითხის განხილვის. ადამიანმა 7 წელი გაატარა საპყრობილეში, კონსტიტუციის, სახელმწიფოს, საზოგადოების და მოქალაქის წინაშე სუფთაა, იმაზე ნუ შევალთ დავაში ვინ როგორ ვთვლით, ეს ბრალდებები მართლა მოტივირებული იყო თუ არა”, — თქვა გრიგოლ ვაშაძემ.

დაწერე კომენტარი