“მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი… არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს”

“ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი“ – განცხადება ამის შესახებ დღეს, მერაბიშვილის ადვოკატებმა გააკეთეს. მათი თქმით, მედიქლაბიდან კონსილიუმის დასკვნა დაგვიანებით მიიღეს, სადაც სწორედ ამ სინდრომზეა საუბარი.

ადვოკატების განცხადებით,  სიმპტომის გამომწვევი მიზეზების დადგენა იმიტომ გართულდა, რომ გამოვლენისთანავე არ ჩატარდა კვლევა. უფლებადამცველები მიზეზის დადგენის მიზნით, პროცესში უცხოელი მედიკოსების ჩართვას ითხოვენ.

„დაგვიანებით, მაგრამ გადმოგვეცა მედიქლაბში ჩატარებული კონსილიუმის დასკვნა, სადაც სამწუხაროდ, ვკითხულობთ, რომ ივანე მერაბიშვილს დაუდგინდა იდიოპათიური ჰორნერის სინდრომი, რაც ნიშნავს იმას, რომ დაუდგენელია ამ სინდრომის გამომხატველი მიზეზი. შესაბამისად, ვაცხადებთ, რომ ჩვენ ამ კონკრეტულ მოცემულობაში ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ივანე მერაბიშვილის მიმართ არანაირი მკურნალობა არ მიმდინარეობს და არ არის დადგენილი, რისგან არის გამოწვეული ჰორნერის სინდრომი, რომელიც მთელი ცხოვრება შეიძლება მას ჰქონდეს ფიზიკური დაზიანების თვალსაზრისით სახეზე გამოხატული.

შესაბამისად, სასჯელაღსრულების დაწესებულება ვალდებული იყო, ემკურნალა ივანე მერაბიშვილისთვის და თუ ის ამას ვერ ახერხებს ასეთ შემთხვევაში ვითხოვთ, რომ ჩვენ მოგვეცეს შესაძლებლობა ჩამოვიყვანოთ უცხოელი ექიმები და მოხდეს მისი კონსულტირება ამ ადამიანების მიერ,” – განაცხადა ადვოკატმა გიორგი ჩივიაშვილმა.

ადვოკატი მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით სრულ პასუხისმგებლობას იუსტიციის მინისტრს აკისრებს და ამბობს, რომ თეა წულუკიანის განცხადება, სადაც მან უფლებადამცველებს კორექტულობისკენ მოუწოდა, ცინიკურია. ადვოკატი  ამბობს, რომ სიმართლეს არ შეესაბამება ინფორმაცია, თითქოს, მერაბიშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

loading…

პოპულარული

რუსთავში, ერთერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ირაკლი ჩხვირკია
აფეთქება რუსთავში - კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია
“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი