მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

80 – იანი წლების შემდეგ პირველად მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს,- ამის შესახებ ინფორმაციას ზესტაფონის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.

იმერეთის მხარის რწმუნებული – გუბერნატორი მოადგილეებსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან ერთად 2017 წლის მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობას გაეცნო. პროექტების მიმდინარეობით მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატიც დაინტერესდა. წლის ინფრასტრუქტურულ პროექტთა შორისაა მეორე სვირისა და სადგურ სვირის შემაერთებელი გზის მონაკვეთი.

პროექტს საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდი ახორციელებს. მეორე სვირისა და სადგურ სვირის დამაკავშირებელი 7,5 კმ-იანი გზის რეაბილიტაციის პროექტი მსოფლიო ბანკისა და საქართველოს მთავრობის მიერ არის დაფინანსებული.
აღსანიშნავია, რომ გზას რეაბილიტაცია 80-იანი წლების შემდეგ არ ჩატარებია, რის გამოც, ბეტონის საფარი ფაქტობრივად განადგურებული იყო და მასზე გადაადგილება შეუძლებელი. პროექტის დაწყებამდე აღნიშნული მონაკვეთის დაფარვას თითქმის ნახევარი საათი ჭირდებოდა, პროექტის დასრულების შემდეგ კი 7,5 კმ-იანი გზის გავლა 10 წუთში გახდება შესაძლებელი.

მშენებლობაზე 60 ადამიანია დასაქმებული. 7,5 კმ-იანი გზის სიგანე 6 მეტრია. პროექტის ფარგლებში, გზის მთლიან მონაკვეთზე მოეწყობა 18 სმ-იანი არმირებული ცემენტობეტონის საფარი, ზედაპირული წყლების აცილების ქსელი, წყალგამტარი მილები, რკინა-ბეტონის ღარები და გრუნტის პროფილირებული არხები. ამას გარდა, უსაფრთხოების მიზნით, გათვალისწინებულია საგზაო ნიშნების მონტაჟი. პროექტი მიმდინარე წლის იანვარში დაიწყო და მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

პოპულარული

კიევში კორონავირუსის შემთხვევა დაფიქსირდა
თვითმფრინავის პილოტების ლაზერით დასხივება, რომელიც შესაძლოა, ავიაკატასტროფის მიზეზი გამხდარიყო (ვიდეო)
"ოცნება" - 25%, ყველა ოპოზიციური პარტია ჯამში 57%-ზე მეტი - საიდუმლო რეიტინგები მმართველი პარტიის კრახს წინასწარმეტყველებენ
უმძიმესი კადრები - რა მდგომარეობაში არიან კორონავირუსით დაავადებული ადამიანები
დაწერე კომენტარი