“მეორე დღეა სრულიად საქოცეთი, ივანიშვილის მთავრობა ნემსის ყუნწში ძვრებიან, ტყავიდან ამოხტნენ” – დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი დავით  ნებიერიძე Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

მეორე დღეა სრულიად საქოცეთი, ივანიშვილის მთავრობა და მათთან ან რუსეთთან აფილირებული(რაც ერთი და იგივეა) მედია საშუალებები ნემსის ყუნწში ძვრებიან, ტყავიდან ამოხტნენ, რომ გააუფერულონ ან დევალვირება მოახდინონ იმ მოვლენების პოლიტიკური ფასის, რაც კიევის შუა გულში განვითარდა მიხეილ სააკაშვილის ფიგურის ირგვლივ. თან, ცდილობენ უინტერესო და უმნიშვნელოდ გამოაცხადონ პროცესები, რომლებსაც მთელი დღის მანძილზე უწყვეტ რეჟიმში აშუქებდნენ მსოფლიოს უმსხვილესი ტელეკომპანიები. ცდილობენ გააუფასურონ იმ მოვლენის მნიშვნელობა, რომელთან დაკავშირებითაც არ დარჩა არცერთი მსოფლიო დონის პოლიტიკური ინსტიტუცია და მსხვილი სახელმწიფო, რომლის ხელმძღვანელებსაც არ გაეკეთებინოთ ვრცელი შეფასებები. შესაბამისად, რიგით მოქალაქეს უჩნდებია ლეგიტიმური კითხვა – რატომ? იმიტომ ბატონებო, რომ ივანიშვილს და პოროშენკოს ეშინიათ მხოლოდ ხალხის – მასიური საპროტესტო მუხტის აფეთქების. შესაბამისად მათ ეშინიან ამგვარი პროცესების მთავარი კატალიზატორის, იმ შეუპოვარი და უკომპრომისო მებრძოლის რომელსაც შეუძლია ხალხის გაძღოლა და ოლიგარქიული რეჟიმების აყირავება. ამიტომ, მიხეილ სააკაშვილი ოლიგარქიული საერთაშორისო სინდიკატისთვის წარმოადგენს ეგზისტენციალურ საფრთხეს. შესაბამისად ზუსტად მიშაა მათ ცნობიერებაში ყველაზე საშიში მტერი, რომელიც ყინულმჭრელივით აპობს სამოქალაქო ნიჰილიზმის, ლუმპინების შემგუებლობის და პოლიტიკური კორუფციის ძალიან სქელ ყინულს, რომლითაც გამიჯნულია ოლიგარქიულ-მაფიოზურ ჭაობად ქცეული აწმყო წარმატებული, საყოველთაო კეთილდღეობით სავსე მომავლისგან. ზუსტად მიშაა ის პოლიტიკური მიზიდულობის ცენტრი, რომლის გარშემო გაერთიანებულ მებრძოლთა გვარდიას შეუძლია მოიგოს ეს ისტორიული ცივილიზაციური ომი. ასეთ ომებს კი მხოლოდ იდეალისტები იგებენ. იმიტომ, რომ იდეალისტებს ვერ იყიდი ხიხო!

loading…

პოპულარული

ახალი სკანდალი მოზარდების მკვლელობის საქმეზე და მირზა სუბელიანის მუქარა ხელისუფლებას - "ორი ჩანაწერი უნდა და ოცნება აღარ იქნებით“ (ვიდეო)
"ბაჩო ახალაიას მოწმეებს რო ვაწამებდით... ქურდები მყავს გაბოზებული მაგის დედას შე...ცი... ვანოს თემა, მინდოდა ეს ტრ...ში შემეტენა?!" - მირზა სუბელიანის სკანდალური ჩანაწერი
"კალანდია, დიდადაც უნდათ დაიჭირონ, მარა ის ძირი საქმე დაენგრევათ, თორე ჩემი ხათრი სულ არავის არ აქვთ" - სუბელიანის სკანდალური აღიარება ხორავას ქუჩის საქმეზე
ვანო მერაბიშვილის ინტერვიუ ციხიდან - რატომ არ ითხოვს ყოფილი პრემიერი შეწყალებას პრეზიდენტისგან და რას ამბობს ის "ნაციონალური მოძრაობის" გაყოფაზე (ვიდეო)
დაწერე კომენტარი