ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან გადმოვარდნილი მეორე მუშა საავადმყოფოში გარდაიცვალა

ორთაჭალაში მშენებარე კორპუსიდან სამი ადამიანი გადავარდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი ადგილზე გარდაიცვალა, ორი კი საავადმყოფოში გადაიყვანეს. ერთი მათგანი კლინიკაში დაიღუპა. მესამე დაშავებული ამ დროისთვის ინგოროყვას კლინიკაში უმძიმეს მდგომარეობაში იმყოფება. 

აღნიშნული ფაქტი დღეს დილით მოხდა. 

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც სამშენებლო ან სხვა სამუშაოს წარმოებისას უსაფრთხოების წესის დარღვევას გულისხმობს.

პოპულარული

აპრილიდან პასპორტი და ID მოწმობა უფასოდ გაიცემა
"ჩემთვის ძალიან მტკივნეულია, ჩემმა ბიძაშვილმა - დამ, ასე დაასრულა სიცოცხლე…ნუ აძლევთ თავს ამ უზნეობის უფლებას"- ნინი ქარსელაძე
„როგორ მახსოვს პატარა მამუკა პამპერსით, სიღნაღის აღდგენის ინიციატივით რომ შემოტანტალდა“ - რატომ დასცინიან პრემიერს
"ჩემი თემურიკა კინაღამ მომიკლეს... სიკვდილით სავსე ქალაქი!" - მამა პეტრე
დაწერე კომენტარი