“მეორე არტისტთან მოლაპარაკების გარეშე ჭამა თან ასე არაესთეტიურად,ეს არის არტისტული ბოღმა და შური” – იუნა შაფათავა

იუნა

მსახიობი იუნა შაფათავა სოციალურ ქსელში წერს:

რატომ არ გესმით, რომ თუ მეორე არტისტთან მოლაპარაკების გარეშე ჭამა თან ასე არაესთეტიურად,ეს არის არტისტული ბოღმა და შური. არანაირად არაა საჰაჰაო და აუ მაგრობა. სალიერის რომ დაეწვა მოცარტის ნოტები მიხვდებოდით.
დღევანდელი არტი ექსცეტრიულია და პროვოკატიული, მითუმეტეს ამერიკაში კრეატივი ულიმიტოა. ამან რაც ქნა, სხვა არტისტის დიდი უპატივცემულობაა.
ხო და როგორც “new york based Georgian artist »ად ასაღებს თავს, ისე მე, როგორც real Georgian artist living in New York, ვამბობ რომ მაგარი shit ჭამა და სახარბიელო არაფერი გაუკეთებია.
სასოწარკვეთილი მცდელობა, გამოჩენის. ახსენეს სადმე- აუ მისი ნამუშევრები ცნობილია ან მაგარია ან თვითონ რა მასშტაბის “არტისტია”? იცნობთ ვინმე?
ხო და მე გამიტყდა, “Georgian artist” რომ ასე თავს იბანძებს თან სად – არტ ბაზელზე…
ობიექტურად უნდა შეაფასოთ მოვლენები…არ მინდოდა დაწერა, მაგრამ არ გამოდის ისეთი აღფრთოვანებულები ხართ. არ ხართ ტრენდში არ იცით რამდენად ფასდება მსოფლიოში ადამიანის კრეატივი და მითუმეტეს სხვისი რაც გინდა დაარქვი, ხელივნების “ნაჭერი” და გაყიდული საკუთრება.
ჯერ ხომ ჯარიმას გადაახდევინებენ, სოლიდურს. და პლუს ბოდიშსაც მიაყოლებინებენ. თუ არ შეასრულებს, წავა ციხეში ან გირაოს გადახდა მოუწევს ან საზოგადოებისთვის სასარგებლო სამუშაოების შესრულება.
New York based artists respect other artists, whatsoever.
არტისტი არა, ტრიპაჩია ჩვეულებრივი და მორჩა😏
და ტექსტი, ტექსტი მაინც არ მიეყოლებინა. მეგონა ვინმე ჩვენი ნაღდი ახალგაზრდა ბავშვებიდან მივიდა ჩამოხსნა ინსტალაციიდან. ამან კიდევ ჭამის ზეიმი მოაწყო თან ტექსტებით 🤦‍♀️come on it was a horribly non aesthetic view 🙄 მიყვარს სმა და მიყვარს ჭამა 

120-ათას დოლარიანი, წებოვანი ლენტით მიკრული ბანანი, რომელიც მაურიციო კატელანის არტ-ინსტალაცია იყო ქართველმა არტისტმა შეჭამა.

“მე პატივს ვცემ მაურიციოს, ეს იყო არტ-პერფორმანსი სახელად “მშიერი არტისტი,“ – თქვა წარმოშობით ქართველმა არტისტმა დეივიდ დათუნამ, რომელიც ამჟამად ნიუ იორკში ცხოვრობს.

ბანანი სასწრაფოდ შეცვალეს და ექსპონატი სპეციელური ლენტით შემოსაზღვრეს, რომ ქართველის მსგავსად ახალი ბანანი არავის შეეჭამა.

დეივიდ დათუნას საქციელი ბევრმა გააკრიტიკა, თუმცა რამდენიმე მხატვარმა იგი დაიცვა.

“ბანანი არ იყო ხელობნების ნიმუში, ეს იყო იდეა, ასე რომ დათუნას ხელოვნების ნიმუში არ გაუნადგურებია,” – აცხადებენ მხატვრები.

რაც შეეხება თავად მაურიციოს, მას ქართველის საქციელი არ შეუფასებია, თუმცა განაცხადა, რომ ბანანი ჩვეულებრივ მაღაზიაში შეიძინა.

დაწერე კომენტარი