„მენანები, შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე“ – ცნობილი გინეკოლოგი 38 წლის ასაკში გარდაიცვალა

გუშინ, 7 ივნისს, სამედიცინო დაწესებულებამ “ჰერა-2011” საზოგადოებას ამცნო სამწუხარო ინფორმაცია.

cyc

„ვემშვიდობებით ღირსეულ ადამიანს“ – გარდაიცვალა მეან-გინეკოლოგი თამარ გოდუაძე

38 წლის თამარ გოდუაძე, რომელიც ქუთაისში გაიზარდა, სამედიცინო დაწესებულება „ჰერა-2011-ის” თანამშრომელი იყო. ის  სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობას ექვს კლინიკაში ეწეოდა.

თამარ გოდუაძე პროფესიით მეან-გინეკოლოგი, კოლპოსკოპისტი გახლდათ.

გარდაცვლილ ექიმს მეგობრები და კოლეგები ემშვიდობებიან სოციალურ ქსელში.

“დღეს ქუთაისმა დაკარგა ძალიან ჭკვიანი, განათლებული და სიცოცხლის მოყვარული ექიმი, ჩემი კურსელი, ჩემი მეგობარი თაკო გოდუაძე , მენანები თაკო გარდაცვალებისთვის, შენ ძალიან ბევრი დედა გააბედნიერე.


 
 სამაგიეროდ, შენი დედა შავებით შემოსე. ყოველთვის რომ დავრეკავდი სულ მეუბნებოდი და მე დაგცინოდი, ჩვენ ხომ “მერწყულებივართ”

მაგრად მენანები ჩემო თაკუნა. ნათელი შენს სულს, წარმომიდგენია შენი სამეგობრო, სანათესაო და ოჯახი რა დღეში დატოვე”, – წერს ლერი მოსელიანი.

“Tako Goduadze რამდენ ახალ სიცოცხლეს დაეხმარე ამ ქვეყნად მოვლენაში, შენ კი ასე უდროოდ წახვედი ამ ქვეყნიდან…შენთან ერთად სამუშაო პროცესი ერთი დიდი ზეიმი იყო, ხალისი და ბედნიერება შეგქონდა ყველგან…რამხელა დანაკლისი ხარ ყველასთვის .. მშვიდობით მეგობარო”

რეკლამა

დაწერე კომენტარი