მელია შვილზე: ეუბნებიან, რომ მივლინებაში ვარ, მამშვიდებს, რომ, როცა გაიზრდება – იამაყებს

ნიკა მელია

საპატიმროდან ნიკა მელიას ბეჭდურ ინტერვიუს ტელეკომპანია მთავარის დირექტორი ნიკა გვარამია პარლამენტის წინ, მომხრეების თანდასწრებით საჯაროდ კითხულობს. 

“ჩემებს უთქვამთ, რომ მივლინებაში ვარ და რა იცის სანდრომ, მივლინება რა არის?! ბოლო დღეები, პარტიაში რომ ვიყავი, დღეში რამდენჯერმე ვურეკავდი, ახლა როგორ აუხსნიან რატომ არ ვურეკავ, არ ვიცი. მაგრამ რამე უნდა მოიფიქრონ, რამე სანდროსთვის მივლინებაზე უფრო გასაგები. 

ერთი, რაც მამშვიდებს ისაა, რომ, როცა გაიზრდება, Youtube-ში ან Google-ში რომ შევა და ნახავს ჩემს ამბებს. მგონია, რომ იამაყებს ჩემითაც და ჩემი მეგობრებითაც. ყველა ჩვენთაგანით, ვინც თავისუფლებისთვის ვიბრძოდით და მოვუტანეთ მას თავისუფლება. რომ მოვუტანთ მას თავისუფლებას, ეჭვიც არ მეპარება.” – ამბობს მელია.

დაწერე კომენტარი