მელია გახარიაზე: უნდა თქვას, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა

გახარია-მელია

ენმ-ის თავმჯდომარე, ნიკა მელიას თქმით, იმ შემთხვევაში, თუ გიორგი გახარია პოლიტიკოსობას აპირებს, მკაფიოდ უნდა თქვას, ქვეყანას მართავს თუ არა ოლიგარქი, შეაფასოს ოთარ ფარცხალაძე და სხვა. 

მელიამ ტვ პირველთან სატელეფონო ინტერვიუში თქვა: 

“თუ გახარია პოლიტიკაში აპირებს მოსვლას, უნდა თქვას, უნდა მოვისმინო, ქვეყანას ოლიგარქი მართავს თუ არა, შინაგან საქმეთა მინისტრი, რომელიც ოლიგარქის, ბიძინა ივანიშვილის პირადი მცველია, ვის ექვემდებარება? სუს-ის ხელმძღვანელი ვის ექვემდებარება, ვინ არის ფარცხალაძე და ზოგადად, რა წეს-წყობილება გვაქვს: ოლიგარქიული თუ დემოკრატიული.

ან გვაქვს ამ ქვეყანაში ევროატლანტიკური მისწრაფებები, ან ავტოკრატია.

თუ გამოვიდა გახარია და თქვა, რომ ქვეყანას მართავს ოლიგარქი და დიახაც, ეს ასეა, გეთანხმებით, ფარცხალაძე -ფარცხალაძეა, თუ ნამდვილად ამხელს ივანიშვილს, ეს აბსოლუტურად სხვა სცენარია. ეჭვი მეპარება, მაგრამ დაველოდოთ. მთავარია პოლიტიკაში კი არ დასაქმდეს, რეალურად იყოს ადამიანი პოლიტიკოსი. ვინ დათხარა 20 ივნისს თვალები? ვინ გასცა ბრძანება? სიმართლე ვთქვათ, გახარიაზე ძალიან მძიმე ცოდვებს ამბობენ, ამ ყველაფერზე პასუხს რომ მოვისმენ, შემდეგ გავაკეთებ ჩემს კომენტარს”. – თქვა მელიამ. 

დაწერე კომენტარი