„მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი ხელით კლავენ შვილებს“ – რას წერდა შვილის მკვლელობაში ბრალდებული გოგო

7 თვის შვილის გაგუდვაში ბრალდებული მარიამ შალამბერიძე სოციალურ ქსელში დედა-შვილობაზე აქტიურად წერდა. „კვირა +“ გთავაზობთ რამდენიმე მათგანს:
„არაფერს ვიტყვი, გარდა იმისა, რომ მეზიზღებიან ადამიანები, რომლებიც საკუთარი სურვილით, საკუთარი ხელით კლავენ საკუთარ შვილებს“, – წერს მარიამი და აბორტის ფოტოს აქვეყნებს აღწერით: „არა აბორტს“;
„ამბობენ, ბედნიერება აბსტრაქტიულიაო, თურმე არა! როგორ უნდა უწოდო ბედნიერებას აბსტრაქტული, როდესაც შენი თვალით უყურებ, უსაზღვრო ტკივილის შემდეგ როგორ მიიხუტებ გულზე ჯერ კიდევ სისხლიან, სამოთხისსუნშემორჩენილ შენს ბედნიერებას და ეს ერთადერთი დღეა, როცა შვილის ტირილზე დედა იცინის.
შუა ღამე იყო. წვიმდა, ცა ჩამოდიოდაო, როგორც იტყვიან. ცხრა წელი უსრულდება მის დამიანეს ორ საათში და ღმერთმაც იცის შეუსრულდება თუ არა. ერთი კვირაა მის საწოლთან ზის, მასზე ხელჩაკიდებული და უყურებს როგორ აცლის ხელიდან მის თავს უფალი. ეჰ, განგებავ, რომ დაინახო ამ დროს დედის თვალები შეგრცხვება შენი საქციელის და გაწითლდები.
და უბედურებაც არ ყოფილა თურმე აბსტრაქტული, არ ყოფილა რადგან მისი თვალით ნახა როგორ გამოეცალა მისი დამიანე ხელიდან. ვერ შეუსრულდა ცხრა წელი.
უიმედოდ ბჟუტავდა საწოლის თავზე ანთებული სანთელი. ვეღარაფერი იძლეოდა გარშემო იმედს, ვეღარაფერი.
მარიამ შალამბერიძე“, – აღნიშნული პოსტი მარიამმა 2017 წლის დეკემბერში დაწერა.
შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის დეტექტივებისა და კასპის რაიონული სამმართველოების თანამშრომლებმა, ერთობლივად ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ბრალდებით, 2002 წელს დაბადებული მარიამ შალამბერიძე ცხელ კვალზე დააკავეს. დანაშაული თავისუფლების 13-დან 17 წლამდე ვადით აღკვეთას ითვალისწინებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა მ.შ-მ კასპის მუნიციპალიტეტის სოფელ აღაიანში, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, 7 თვის შვილი გვიან ღამით საწოლში გაგუდა და სახლიდან გაიქცა. სამართალდამცველებმა მ.შ.-ს ადგილსამყოფელი რამდენიმე საათში დაადგინეს და დააკავეს. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება უმწეო მდგომარეობაში მყოფი არასრულწლოვანი ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ს 11 პრიმა 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს“, – აცხადებენ შსს-ში.

პოპულარული

"სახლში დამაბრუნეთ, არ მინდა ხელფასი და არ მინდა პოლონეთში მუშაობა" - პოლონეთში სამუშაოდ წასული ახალგაზრდა ქალი დახმარებას ითხოვს
საზარელი ავარია თბილისში - დაღუპულია ორი ადამიანი
შემზარავი შემთხვევა სენაკი-თბილისის ცენტრალურ მაგსიტრალზე - 2 ადამიანი მანქანაში დაიწვა (ვიდეო)
8 დაშავებული და ერთი დაღუპული - შემზარავი ავარია გურიაში
დაწერე კომენტარი