“მეეჭვება, რომ “ოცნება” შეძლებს ფეხზე დადგეს” – ვახტანტ ძაბირაძე

ვახტანგ ძაბირაძე

“გამიჭირდება თქმა, რომ “ოცნება” შეძლებს დადგეს ფეხზე, რადგან ქვეყანაში კრიზისული სიტუაციაა. ამ დარბევის შემდეგ კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორი დესტრუქციული ძალა და ახლა მთავარია, რომ ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ ქვეყანა სამოქალქო დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს” – განაცხადა “რეზონანსთან” ვახტანგ ძაბირაძემ, ვისაც “რეზონანსი” მიმდინარე პოლიტიკურ ვითარებაზე ესაურა.

“რეზონანსი”: უწყვეტი საპროტეტსო აქციების ფონზე შს მინისტრი გიორგი გახარია პარალმენტში მისვლას და 20-21 ივნისს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საპარლამენტო ტრიბუნის გამოყენებას ითხოვს, რასაც ეწინაცმდეგება ოპოზიცია, მათი თქმით, გახარიას პარალმენტში მისვლა ვითარებას უფრო დაძაბავს. თქვენც ასე ფიქრობთ?

ვახტანგ ძაბირაძე: ყველაზე კარგი ვარიანტი იქნებოდა, რომ გახარია გადადგეს, თუნდაც დროებით სანამ გამოძიება მიმდინარეობს, რადგან მისი მინისტრობის პერიოდში ჩატარებულ გამოძიებას საზოგადოებაც და ოპოზიციაც ჩათვლის, რომ ობიექტური არ იყო. რაც შეეხება ოპოზიციის პროტესტს, ცოტა გაუგებარია, რას იზამს ოპოზიცია – სკამებს დაიკავებს და შს მინისტრს არ შეუშვებს? არავის აქვს უფლება მინისტრს აუკრძალოს და ხელი შეუშალოს გამოიყენოს პარლამენტის ტრიბუნა, რადგან შს მინისტრი ასე დაჟინებით ითხოვს სიტყვას, ალბათ აქვს ფაქტები და მასალები და უნდა, რომ ამის დემიონსტრირება მოხდინოს პარლამენტში, სადაც ოპოზიციაც იქნება. ოპოზიციასაც მიეცემა საშუალება ბოლოს და ბოლოს გაიგოს, რამ განაპირობა მოვლენების ამგვარი განვითარება.

“რ”: პროკურატურამ 20 ივნისს აქციის საქმეზე “ნაციონალური მოძრაობის” წევრი ნიკა მელია სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცა, საქმე აღძრულია ჯგუფური ძალადობის ორგანიზების, ხელმძღვანელობის და მასში მონაწილეობის ფაქტზე. “ნაციონალური მოძრაობის” წევრების განცხადებით, ხელისუფლებამ უკვე დაიწყო ოპოზიციის დევნა და სიტუაციის უფრო გამწვავებეზე მიანიშნებენ.

ვ.ძ: პროკურატურას აქვს სრული ლეგიტიმური უფლება, თუ საპროტესტო აქციის მსვლელობისას გამოიკვეთა სისხლის სამართლის დანაშაული, მიმართოს პარლამენტს იმუნიტეტის მოხსნის თაობაზე. დაკავების და გასამართლების რა მოგხსენოთ, მაგრამ გამოძიება აუცილებლად უნდა დაიწყოს და ნიკა მელია გამოკითხვაზე უნდა დაიბარონ. ყველამ ნახა და არსებობს კადრებიც, რომ იყო მცდელობა პარლამენტში შეჭრის, ხელებაწეული შეხვალ თუ თვალებდახუჭული კორდონის გარღვევით, რა მნიშვნელობა აქვს. ვერ გეტყვით, დაიძაბება თუ არა სიტუაცია. ჯერ-ჯერობით მიდის მშიდობიანი აქცია, თუმცა არ გამოვრიცხავ, რომ თუ აქციაში ჩაერთვება “ნაციონალური მოძრაობა”, გულანთებული ახალგაზრდების ნაწილმა აქცია დატოვოს.

“რ”: თქვენი აზრით, შეძლებს “ოცნება” ამ კრიზისიდან გამოსვლას?

ვ.ძ: ძალიან გამიჭირდება თქმა, რომ “ოცნება” შეძლებს ფეხზე დადგეს, აქ არ არის მარტო საპროტესტო აქცია, არის უამრავი თემები. ფაქტიურად ქვეყანაში არის კრიზისი. დარბევის შემდეგ კი ქვეყანაში ჩამოყალიბდა ორი დესტრუქციული ძალა და ახლა მთავარია, რომ ამ ორმა დესტრუქციულმა ძალამ ქვეყანა დაპირისპირებამდე არ მიიყვანოს.

“რ”: ვერც ივანიშივლის ინიციატივა, 2020 წელს არჩევნები ჩატარდეს პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბარიერით, ვერ განმუხტავს სიტუაციას?

ვ.ძ: პროპორციული სისტემით და ნულოვანი ბერიერით არჩევნების ჩატარება არის წინგადაგმული ნაბიჯი, რადგან ყველა პარტიას ეძლევა საშუალება შევიდეს პარლამენტში. ნულოვანი ბერიერი არ აწყობთ იმ პარტიებს, რომლებსაც ბარეირის გადალხვის პრობლემა არასდროს ჰქონიათ, ვთქვათ “ოცნებას”, “ნაციონალურ მოძრაობას” და “ევროპულ საქართველოს”. მიშა სააკაშვილის ნება რომ იყოს, 15%-იან ბარიერს დააწესებდა. დანარჩენი პარტიებისთვის კი ეს ვარიანტი მისაღები უნდა იყოს, 14 ათას ხმას, რასაც ნულოვანი ბარიერი ითვალისწინებს, თუ ვერ მოაგროვებენ, მაშინ რა პარტიები არიან?!

რეზონანსი

პოპულარული

ერთი ბილეთით მარშუტკით, ავტობუსით და მეტროთი მგზავრობას შეძლებთ - თბილისის მერიის ახალი რეფორმა
"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
დაწერე კომენტარი