მედია: გადამწყვეტი მატჩის წინ არგენტინის ნაკრებმა მწვრთნელზე უარი თქვა

რუსეთში მიმდინარე მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მესამე მატჩისთვის არგენტინის ნაკრების შემადგენლობას თავდამსხმელი ლიონელ მესი და ნახევარმცველი ხავიერ მასკერანო შეარჩევენ. ამის შესახებ Daily Mail-ი წერს.

გამოცემას 1986 წლის მსოფლიო ჩემპიონის რიკარდო ჯუსტის სიტყვები მოჰყავს, რომელმაც არგენტინის ნაკრების მენეჯერთან საუბრის შემდეგ განაცხადა, რომ მწვრთნელი ხორხე სამპაოლი მატჩისთვის ნაკრების შემადგენლობის შერჩევაში მონაწილეობას არ მიიღებს. მას თავად ფეხბრთელები შეარჩევენ, გადამწვეტი სიტყვის უფლება კი მესის და მასკერანოს აქვთ.

მანამდე ცნობილმა არგენტინელმა ფეხბურთელმა დიეგო მარადონამ მოითხოვა, რომ არგენტინის ნაკრების ვარჯიშზე დაუშვან.

22 ივნისს D ჯგუფს აუტსაიდერმა ნიგერიამ ისლადნია 2:0 დაამარცხა. აფრიკელთა ნაკრებმა ამით მსოფლიო ჩემპიონატის მომდევნო ეტაპზე არგენტინელების გასვლის შანსი გაზარდა. ამისათვის სამპაოლის გუნდმა ჯგუფური ეტაპის ბოლო მატჩში აუცილებლად უნდა დაამარცხოს ნიგერიის ნაკრები, ისლანდიამ კი ხორვატიას უნდა მოუგოს. მნიშვნელოვანია გატანილი და გაშვებული გოლების რაოდენობაც. ეს მატჩები 26 ივნისს გაიმართება.

21 ივნისს არგენტინელებმა ხორვატიასთან 0:3 წააგეს.

ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატმა სტარტი რუსეთში 14 ივნისს აიღო და 15 ივლისამდე გასტანს.

საფეხბურთო მატჩების განრიგს და ანგარიშების შესახებ ყველა სიახლეს შეგიძლიათ გაეცნოთ ერთ გვერდზე.

loading…

პოპულარული

ირაკლი კობახიძე და კახა კალაძე პარტიულ თანამდებობებს ტოვებენ - რას ვერ პატიობს ივანიშვილი „ოცნების“ აღმასრულებელ და გენერალურ მდივნებს
სამეგრელოში მესაფლავეებმა ერთი ქოთანი ოქროს მონეტები იპოვეს და ლომბარდში ჩააბარეს
"არანაირი დანაზოგი არ გვაქვს, საერთოდ უფულოდ ვრჩებით, მაინც მეფიქრება მომავალზე " - მაკა ჩიჩუა (ვიდეო)
"ცა ჩემომექცა... 18 წლის წარმატებული ფეხბურთელი ბიჭი იყო, რომელმაც პირველად მიიღო ნარკოტიკი, გასინჯა და თან გაგვიყოლა"
დაწერე კომენტარი