გიორგი გახარია: საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება

გახარია მედიაზე

პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას განცხადებით, საგანგებო მდგომარეობა მედიას არ ეხება. მისივე თქმით, მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება, რომ ჟურნალისტებმა დაიცვან პირადი უსაფრთხოება.

„საგანგებო მდგომარეობა, რომელიც გამოცხადებულია ქვეყნის მასშტაბით, არ ეხება მედიას. მედიის მიმართ ერთადერთი მოთხოვნა იქნება დავიცვათ პირადი უსაფრთხოება და ვიზრუნოთ ჩვენს ჯანმრთელობაზე. სხვა შეზღუდვა მედიას არ ეხება“, – აღნიშნა გახარიამ.

დაწერე კომენტარი