მეგი ბაქრაძის დედა: “ექიმს შესაძლოა, ჩვენების შეცვლა დაავალეს, აბა მაშინ თუ იქ იყო, მერე როგორ შეცვალა ჩვენება და თქვა, იქ არ ვიყავიო”

დედაა

ახალციხეში გარდაცვლილი მეგი ბაქრაძის დედა, ვარაუდობს, რომ საქმეზე ერთ-ერთ ბრალდებულ ექიმის ვიოლეტა ინასარიძეს შესაძლოა, ჩვენების შეცვლა დაავალეს და ამით კლინიკა “იმედის” გადარჩენას ცდილობენ.

“წყალი საერთოდ სათავედან იღვრება. შეიძლება ვიოლა ექიმს დაავალეს და უთხრეს, რომ ასე უნდა ეთქვა. აბა მაშინ თუ იქ იყო, მერე როგორ შეცვალა ჩვენება და თქვა, იქ არ ვიყავიო.

ამ ჩვენების შეცვლით ალბათ კლინიკას გადაარჩენენ. მე მინდა რომ სიმართლე დადგინდეს და არა ის, რომ ვიღაცას მიაკერონ ბრალდება და იმით სხვა დაადანაშაულონ. არ აქვს მნიშვნელობა რამდენ წელს მისცემენ, ჩემი შვილისთვის ეგ არ იქნება შველა,”- აცხადებს მეგი ბაქრაძის დედა ირმა ბაქრაძე.

დაწერე კომენტარი