„7 ჯარისკაცის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია, ცხელება არცერთს აღენიშნება“ – ლევან გოფოძე

გოფოძე კორონაზე

რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის ლევან გოფოძის განცხადებით, ამჟამად კლინიკაში 7 სამხედრო მოსამსახურე იმყოფება და ყველა მათგანის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მანვე აღნიშნა, რომ რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოთავსებული ყველა ჯარისკაცი მარნეულის საკარანტინო ზონაში არ იმყოფებოდა.

„სამხედრო ნაწილიდან გვყავს რამდენიმე ადამიანი, 7 სამხედრო მოსამსახურეა, ძირითადად ჯარისკაცები. მათი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მართალია ჩვენთან შემოვიდნენ ცხელებით, მაგრამ ახლა ცხელება არცერთ მათგანს არ აღენიშნება და შესაძლებელია მათი გატესტვაც მოხდეს სათანადო რეჟიმში. პასუხების შემდეგ გადაწყდება სად წავიდნენ, კარანტინის ზონაში გადავლენ თუ თვითიზოლაციაში. მარნეულის ზონიდანაც გვყავს ჯარისკაცები, ერთი ჯარისკაცი კი დმანისიდანაა,“- განაცხადა ლევან გოფოძემ.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი