მგონი, მელია ჩემი დასაცავი გახდა – მამუკა მდინარაძე მელიას წინააღმდეგ მყარ არგუმენტებს ითხოვს

„ესენი ისეთ სასწაულებს ლაპარაკობენ, მგონი ნიკა მელია ჩემი დასაცავი ხდება,“- ეს განცხადება უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ პარლამენტში, კომიტეტის სხდომაზე გააკეთა, სადაც დეპუტატები ამ წუთებში პროკურატურის მოთხოვნით, ნიკა მელიასთვის იმუნიტეტის შეჩერებაზე საუბრობენ. 

საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთი ლიდერი ამბობს, რომ მმართველი გუნდის დეპუტატები „ზედმეტად ზრდილობიანად“ იქცევიან. ოპოზიციას საუბარს აცდიან და როცა მათი რიგი დგება „აყაყანდებიან.“

სხდომაზე ირმა ნადირაშვილმა ირონიულად მიმართა უმრავლესობას და განუცხადა რომ ხელისუფლებამ დეპუტატები და ხალხი “დაიცვა” გავრილოვის ღამეს, რაზეც მდინარაძემ უპასუხა:

„მშვენივრად გამოგადგათ გავრილოვის პროვოკაცია, გავრილოვმა რაც გააკეთა მხოლოდ თქვენს წისქვილზე დაასხა წყალი“-ამბობს მდინარაძე.

მდინარაძის თქმით, „ვიღაცეებმა ვერ გაიგეს,“ რას განიხილვას პარლამენტი.

„ისე მარტივად არ გამოვა, რომ მტკიცებულებებზე არ ვილაპარაკოთ საერთოდ“-ამბობს მდინარაძე.

მდინარაძე მყარ არგუმენტებს ითხოვს და საკმარისად არ მიაჩნია, პროკურორის განცხადება, რომ მელიას დიპლომატიური პასპორტი აქვს.

მდინარაძეს აინტერესებს, დასაბუთებული პასუხი თუ პარლამენტი მხარს არ დაუჭერს ნიკა მელიას იმუნიტეტის შეწყვეტას და მის დაპატიმრებას, მაშინ რა მოხდება.

„მტკიცებულებები უნდა წარმოგვიდგინოთ, უნდა დაგვისახელოთ და ის დასახელებული მტკიცებულება რას მიუთითებდა ეს უნდა დაგვიმტკიცოთ, თუ გინდათ ჩვენი თანხმობა მიიღოთ. ჩვენი თანხმობის არ მიცემის შემთხვევაში რა ფუჭდება?“-მიმართა მდინარაძემ პროკურატურის წარმომადგენელს.

მას საუბარში ანრი ოხანაშვილი ჩაერთო, მან მოუწოდა ოპოზიციას „ნუ პროვოცირებენ და ნუ ქმნიან დაძაბულობას.“ მისი თქმით, ოპოზიცია ცდილობს სხდომაზე მოხდეს შეხლა-შემოხლა.  

რაზეც თინა ბოკუჩავამ მას უპასუხა, რომ ნუ იმუქრებიან, რადგან არავის ეშინია დაკავების. პარლამენტში ამ განცხადებების შემდეგ ვითარება კიდევ ერთხელ დაიძაბა.

პოპულარული

"ბიჭის ძმამ თავი მოიკლა, მამამ დარდს ვერ გაუძლო და სიცოცხლე შვილის საფლავზე დაასრულა" - ვინ არის 16 წლის მუშა, რომელიც დღეს მშენებლობაზე გარდაიცვალა
ღობით გაყოფილი სათამაშო მოედანი თბილისში "მდიდრების" და "ღარიბებისთვის" - "მშობელმა ვისაც ფული არ აქვს, როგორ აუხსნას შვილს, რატომ თამაშობენ სხვა ბავშვები უკეთეს პირობებში"
დღეიდან თამარ მეფის გამზირიდან გმირთა მოედნის მიმართულებით მოძრაობა 200 დღით გადაიკეტება
„20 ივნისი დარბევა არ ყოფილა... მოქალაქეებს ტყვია რომ მოხვდათ, შეიძლება ქვა ჰქონდათ მოხვედრილი, თავისი მხარდამჭერის მიერ“ - მომღერალი უცნობი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი