“მაჩალიკაშვილს სუსმა გააგებინა მისი შვილის მკვლელი სპეცრაზმელის ვინაობა.მამა მოკლავს მკვლელს, რომელიც მთავარი დამნაშავე არ არის…”

ირინა სარიშვილი-მალხაზ მაჩალიკაშვილი

ყოფილი პოლიტიკოსი ირინა სარიშვილი Facebook – ის პირად გვერდზე სტატუსს აქვეყნებს:

მაჩალიკაშვილს სუსმა გააგებინა მისი შვილის მკვლელი სპეცრაზმელის ვინაობა. გათვლა ძალიან მარტივია – მამა შურს იძიებს შვილზე, მოკლავს მკვლელს, რომელიც მთავარი დამნაშავე არ არის (ის შემსრულებელია – მივიდა იმ მისამართზე სადაც უთხრეს და ესროლა მაშინ როცა უთხრეს), შემდეგ შესაძლოა მამაც მოკლან ან უბრალოდ არ შეიმჩნიონ.
წარმოუდგენელი, ენით აუწერელი სისაძაგლე სისტემური დანაშაულის დაფარვის მიზნით.
მალხაზ მაჩალიკაშვილი სხვანაირად იქცევა – ის იბრძვის სიმართლის დასამტკიცებლად და ნამდვილი მკვლელების დასასჯელად.

ზაზა სარალიძეს ეუბნებიან რომ მისი შვილი სისტემას არ მოუკლავს, ის ქუჩური გარჩევების დროს მოკლეს და არ იმჩნევენ იმას რომ მკვლელს სისტემა აფარებს ხელს, რა მნიშვნელობა აქვს რა მიზეზით.
ზაზაც სწორ გზას ირჩევს – ისიც იბრძვის სიმართლის დასამტკიცებლად და მისი შვილის მკვლელების და მათი მფარველების დასასჯელად.

და ამ ყველაფრის ფონზე ჩვენ მერამდენე დღეა ამ ხროვის “სამთავრობო ცვლილებებზე” ვლაპარაკობთ და სერიოზულად ვმსჯელობთ კანდიდატურებზე….

ზაზა სარალიძე და მალხაზ მაჩალიკაშვილი კი წინ არიან…
ჩვენზე ბევრად წინ…

loading…

პოპულარული

„ე.წ. ოპერების ინსტიტუტის აღდგენა, ეს არის რუსული მოდელის დანერგვა და შევარდნაძის დროში დაბრუნება“ - რას ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი გახარიას რეფორმაზე?
დამალული არ არის, რამდენად აქტიურად იყვნენ ეკლესიის წარმომადგენლები ჩართული საარჩევნო პროცესებში, შეხედეთ, რა მოიტანა - მეუფე გრიგოლი 2012 წლის არჩევნებზე
„თამარ ჟვანია სუს-ის დავალებას ასრულებს“ - გაერთიანებული ოპოზიცია ცესკო-ს პერსონალური მონაცემების გავრცელებაში ადანაშაულებს
ტვ "იბერიას" საქმე და მარიხუანას კულტივაცია-ექსპორტი - "ენმ"-ის ფრაქცია ფინანსთა მინისტრს პარლამენტში იბარებს
„მსურს დავრჩე პატიმრობაში... ვუსამძიმრებ სარალიძის და დადუნაშვილის ოჯახს“ - მირზა სუბელიანი მოსამართლეს
"არ მინდა, ყელში ამოვიდა, მაწვალებენო..." - ყვარელში 25 წლის გოგოს მეოთხეა დღეა ეძებენ
„დიახ! რუსეთმა დაიწყო 2008 წლის 7 აგვისტოს ომი... დიპლომატია ფაქტების დამახინჯებას არ ნიშნავს“ - სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილი
რუსეთში გავლენიანი ქართველი ბიზნესმენი ჩაცხრილეს - ვიდეოკადრები
"ყველას გთხოვთ გაავრცელოთ ეს ვიდეო"- მიხეილ სააკაშვილის საგანგებო ვიდეომიმართვა
დაწერე კომენტარი