“მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ხარ? – აუ, მთავრობა გადაგეკიდება…”

მარიამ კუბლაშვილი, რომელიც პანკისის სპეცოპერაციისას გარდაცვლილი თემირლან მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი გახლავთ, საქმესთან დაკავშირებით ვრცელ სტატუსს აქვეყნებს და აღნიშნავს:

შავი ჩაი ასკილით

 

“მაჩალიკაშვილის ოჯახის ადვოკატი ხარ? – აუ, მთავრობა გადაგეკიდება, არ გეშინია? – ყველაზე ხშირად დასმული კითხვა ბოლო კვირის განმავლობაში.

ეს აზროვნება როდის უნდა დასრულდეს? ამ კითხვის ავტორი არც ერთი ადამიანი არაა დამნაშავე, ეს ძველი გადმონაშთია… მესმის. მაინც გიპასუხებთ – არაფრის მეშინია! მორალურ თვალსაზრისს რომ თავი დავანებოთ, მე ადვოკატი ვარ და ჩემი პროფესია დამოუკიდებელია, თავისუფალია ყოველგვარი გავლენისგან და უფრო მეტიც, მავალდებულებს, ვიყო ასეთი. ჩვენ ვემიჯნებით პოლიტიკას და ვაფიქსირებთ პოზიციას, რაც უკავშირდება კლიენტის კანონიერ ინტერესებს! მე, როგორც ადამიანს, ცხადია, უფლება მაქვს, დავაფიქსირო ჩემი სიმპათია ან ანტიპათია სხვადასხვა საკითხზე და არც არასდროს დამიმალავს ჩემი კეთილგანწყობა თუნდაც დღევანდელი ხელისუფლების მიმართ, თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ მე ყველაფერი მომწონდეს და ვხედავდე არალეგიტიმურ ქმედებას და ჩემი კლიენტის უფლებების (მით უფრო სიცოცხლის უფლების) უხეშ დარღვევას და გავჩუმდე. ეს გამორიცხულია!

იცით, როდის შეგვეძლება, ვისაუბროთ განვითარებაზე და დემოკრატიაზე? სხვა მნიშვნელოვან აქცენტებთან ერთად, როცა ერთი და იმავე ინტერვიუს სხვადასხვა სატელევიზიო არხი მიკერძოებული კონტექსტით არ გადმოსცემს და ქვეყანაში წარმოდგენილი ყველა ტელევიზია და ჟურნალისტი იქნება ობიექტური. როცა ადვოკატი მონაწილეობას მიიღებს და დააფიქსირებს მოსაზრებას მოქმედი ხელისუფლების საწინააღმდეგოდ და ეს უკანასკნელი გაითვალისწინებს და ჯანსაღ “ბრძოლაში” ჩაებმება მასთან, ნაცვლად “საქმეების გაფუჭებისა”.

ვერ ვიტყვი, ეს დღეს მინახავს, ნამდვილად არ მიგრძნია მსგავსი, უფრო მეტიც, მჯერა, რომ დიდ უბედურებაზე, რასაც თემირლან მაჩალიკაშვილი ჰქვია, იქნება სწრაფი, ობიექტური და სამართლიანი პასუხი, კერძოდ, მკაცრად დაისჯება ყველა მათგანი, ვინც ჩაიდინა დანაშაული, მიუხედავად მისი თანამდებობრივი მდგომარეობისა! კანონი ყველასთვის ერთია და განურჩევლად ყველამ უნდა აგოს პასუხი!“

loading…

პოპულარული

ბიძინა ივანიშვილი მოსკოვის პასუხს ელოდება - გაიცვლება თუ არა საპრეზიდენტო არჩევნებში აფხაზეთი და ნატო
"ის იყო მზე რომელიც მუდამ გვათბობდა და გვილამაზებდა ცხოვრებას..."- ტრაგიკულად დაღუპული 9 წლის გოგონას დედა
„ჩემთან ერთად კარგია ხო ცხოვრება, დედა...“ - ზუზუს მიერ მოყოლილი ისტორიები დედაზე (ვიდეო)
"ჩვენს გვერდზე მშვენიერი ჰიურემი" - ლელა წურწუმია და თურქი ვარსკვლავი მერიემ უზერლი ბათუმში (ფოტო)
დაწერე კომენტარი