(ვიდეო)„პირველ რიგში, მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს არის ბოლო „რეაქცია“, რომელიც…“ – ინგა გრიგოლია

ინგა გრიგოლია

ჟურნალისტმა ინგა გრიგოლიამ „ტვ პირველის“ საინფორმაციო გამოშვების ეთერში დააანონსა, რომ დღეს სეზონის ბოლო „რეაქციაა“. ამას გარდა, გრიგოლიამ აღნიშნა, რომ ახალი სეზონიდან „რეაქცია“ 8 საათზე აღარ დაიწყება და სხვა თოქ-შოუებიც საინფორმაციო გამოშვების შემდეგ გავა ეთერში.

„პირველ რიგში, მაყურებელს ვეტყვი, რომ ეს არის ბოლო „რეაქცია“, რომელიც დაიწყება საღამოს რვაზე. რადგან ორშაბათიდან საღამოს 8-ზე დაიწყება ჩვენი მთავარი საინფორმაციო გამოშვება ეკო მაღრაძესთან და ვასილ დაბრუნდაშვილთან ერთად. ჩვენი თოქ-შოუები გადავა საინფორმაციოს შემდეგ, დღეს კი სეზონის ბოლო რეაქციაა“, – აღნიშნა გრიგოლიამ.

დაწერე კომენტარი