ამბროლაურში იარაღის მუქარით მაღაზია და ავტოგასამართი სადგური დააყაჩაღეს- დაკავებულია ერთი პირი

პოლიცია

პოლიციამ რაჭაში მომხდარი ყაჩაღობის 2 ფაქტი ცხელ კვალზე გახსნა – დაკავებულია 1 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა 1990 წელს დაბადებული დ. ტ., ყაჩაღობის ბრალდებით, ცხელ კვალზე დააკავეს.

დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულმა ამბროლაურში ცეცხლსასროლი იარაღის მუქარით ავტოგასამართი სადგური და მაღაზია დააყაჩაღა, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

სამართალდამცველებმა, ცხელ კვალზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დ.ტ. მომხდარიდან რამდენიმე საათში, ამბროლაურში დააკავეს.

პოლიციამ, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, დანაშაულის ჩადენის იარაღი – პისტოლეტი ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ყაჩაღობის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის 1-ლი ნაწილით მიმდინარეობს.

loading…

პოპულარული

პარტიული რევოლუცია ბიძინა ივანიშვილის დასამხობად - რა მოლაპარაკებებს მართავდნენ კვირიკაშვილი და ხაზარაძე (ვიდეო)
ევროპის ჩემპიონის ცემის სკანდალი - ვეტერანი სპორტსმენები გეგეშიძის ქმედებას სამარცხვინოს უწოდებენ და საკითხის შესწავლას ითხოვენ
ლენინის მუმიის დამარხვა რუსეთში პროტესტებს გამოიწვევს - პუტინის მრჩეველი
"ქართული ოცნების“ სადამსჯელო ბრიგადები - დაუსჯელი ზონდერები, რომლებიც კორცხელში პოლიტიკოსებს სცემდნენ, ახლა კი გამოჩენილ სპორტსმენებს უსწორდებიან (ვიდეო)
დაწერე კომენტარი