დღეს მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს

ცაგარელი

მიხეილ ცაგარელის 12 ოქტომბრის ასტროლოგიური პროგნოზს პორტალი “ფოპრტუნა” ავრცელებს.

მიმართულებადაკარგული მთვარის პერიოდში – 01:00-დან 09:00 საათამდე, როცა განსაკუთრებით გაძლიერდება მთვარის ნეგატიური გავლენა, მაქსიმალური სიფრთხილის გამოჩენა მართებთ მძღოლებს, რათა ყურადღების გაფანტვა და კონცენტრაციის დაკარგვა არ გახდეს ავარიებისა და სახიფათო სიტუაციების შექმნის მიზეზი.

გაუფრთხილდით ფულს და ძვირფას ნივთებს, გაითვალისწინეთ უფროსების, პირველ რიგში მშობლების რჩევა და კარგად გაიაზრეთ წარსული, რადგან “ყველაფერი ახალი, კარგად დავიწყებული ძველია”.

პოზიტიური და ნეგატიური დღე – სასიკეთო დღეა საყოფაცხოვრობო ტექნიკის შესაძენად, ხელმძვანელებთან ურთიერთობისა და საკუთარი პროექტების წარსადგენად, ნაკლებად გაამართლებს ნიშნობა და ქორწინება, შორ მანძილზე მგზავრობა და მოგზაურობა, ფინანსური ოპერაციები, ხელშეკრულებების გაფორმება და მსხვილი კაპიტალის დაბანდება.

ჯანმრთელობა – გეომაგნიტური დღის ნეგატიური ენერგია უარყოფითად აისახება ნებისმიერის ჯანმრთელობაზე. გამოიწვევს არტერიული წნევის მატებას, თავის ტკივილს და უგუნებობას. ეცადეთ არ გადაიტვირთოთ და მეტი დაისვენოთ, აუცილებლობის შემთხვევაში კი, მიმართოთ წამლების პროფილაქტიკას. მიიღეთ მეტი სითხე და მოერიდეთ შაქრის, ყავის, ალკოჰოლის და ფსიქოტროპული პრეპარატების მიღებას. გაუფრთხილდით დასუსტებულ თავს და გრძნობის ორგანოებს, არ ღირს სტომატოლოგთან ვიზიტის დანიშვნა.

დღის ფერები და მინერალები – წითელი, ყვითელი, ლურჯი, ნარინჯისფერი და ცისფერი, ასევე ლალი, იაგუნდი, ძოწი, სერდოლიკი და წითელი იასპი გააძლიერებენ თქვენს ბუნებრივ შარმს, კოსმოსის დადებითი ენერგიების მოზიდვით კი, გაზრდიან წარმატების შანსებს.

ზოდიაქოს ნიშნები – წარმატებები ელით ტყუპებს და ლომს, უსიამოვნებების დაძლევა მოუწევთ ქალწულს და მორიელს.

პოპულარული

"ვხედავ, ოლიგარქი ბრდღვინავს, მასთან მორიგება ძალიან სახიფათოა" - ლელა კაკულია
თბილისის საკრებულოს დეპუტატს, რიმა ბერაძეს, კრიმინალების მფარველობაში ადანაშაულებენ
"თუ შეიძლება, რომ თქვენი საფირმო ჟესტი გაგვიკეთოთ" - კახი კალაძე "ფეისბუქ ლაივისას" დატროლეს (ვიდეო)
ვინ არის დეივიდ დათუნა, რომელმაც გამოფენაზე ბანანი შეჭამა (ფოტოკოლაჟი)
დაწერე კომენტარი