„მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე“ – ჯეჯელავას რჩევა განათლების ახალ მინისტრს

ჯეჯელავა

მიხეილ ჩხენკელს განათლების მინისტრის რანგში დღეს პირველი სამუშაო დღეს აქვს. სამინისტროში ახალ მინისტრს ალექსანდრე ჯეჯელავამ უმასპინძლა და უწყება გააცნო. ჯეჯელავამ ასევე მისი მინისტრობის განმავლობაში მიღწევებსა და შეცდომებზე ისაუბრა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჟურნალისტებთან ჯეჯელავამ კომენტარი გააკეთა:

„მთავარ გამოწვევად მე მგონი ვუტოვებ სოფლის და ეროვნული უმცირესობების სკოლებში კვალიფიცირებული მასწავლებლების ნაკლებობას, განსაკუთრებით საბუნებისმეტყველო საგნებში და მეორე მთავარ გამოწვევად ვუტოვებ, პროფესიულ სასწავლებლებში მოსწავლეების მცირე პროცენტს. ჩემი მთავარი რჩევა ახალი მინისტრისთვის იქნება, რომ მაქსიმალურად დაკონცენტრირდეს გრძელვადიან შედეგზე, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი მუშაობით ყოველდღიურ რუტინაში თუ არ ჩავეფლობით თითოეული ჩვენგანი, შესაძლებელია, რომ რამდენიმე წელიწადში, 2020-ში, 2021-ში, ჩვენი უმაღლესი განათლების სისტემაც, პროფესიულიც და სკოლაც იყოს აბსოლუტურად სხვა დონეზე“, – განაცხადა ალექსანდრე ჯეჯელავამ.

რაც შეეხება ვაშლების დარიგებას სკოლებში, ჯეჯელავამ განაცხადა, რომ ვაშლების დარიგების კომპონენტი უკვე დასრულებულია.

loading…

პოპულარული

„ოცნება“ გახლავთ გარანტი, რომ ტარდება თავისუფალი და დემოკრატიული არჩევნები - პრემიერი მესამე სექტორის კრიტიკას პასუხობს
"ყველა ვინც შეღავათი გაუწია ლაშა ნაცვლიშვილს იქნება დასჯილი და ისიც, ვინც ეს მასალა გამოიყენა პოლიტიკური დივიდენდებისთვის"- გიორგი გახარია
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
პროკურატურა ვალების ჩამოწერის საკითხს შეისწავლის
"თუ ამ არჩევნებზე არ დავამარცხებთ ივანიშვილს, მისი დარჩენა სიღარიბის და უიმედო ვალების ზრდის გარანტიაა"- ოპოზიციის შეფასებით, სასოწარკვეთილი ხელისუფლება "ვა ბანკზე" მიდის
ბერა ივანიშვილი ქორწილის ვიდეოს ავრცელებს
"რუსთავი 2" გია ცერცვაძის ოჯახისთვის სახლს იყიდის და ბავშვებს ყოველთვიურ სტიპენდიას დაუნიშნავს
"საქართველოს 600 ათასზე მეტ მოქალაქეს ბანკების და ონლაინ ორგანიზაციების დავალიანება გაუნულდება" - მამუკა ბახტაძე
სატელეფონო ზარის შემდეგ მეთორმეტე კლასელი გოგონა ფანჯრიდან გადავარდა-იტყუებიან თუ არა პედაგოგები?
დაწერე კომენტარი