“მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიტყუა რაიან სმიტი…”-სმიტების მკვლელობის ახალი დეტალები

სმიტები-კობაური

ხადას ხეობაში მომხდარი მკვლელობის საქმის გამოძიების ოფიციალური ვერსიით, მამა-შვილის რაიან და ქელებ სმიტების მოკვლის შემდეგ მალხაზ კობაურმა რაიან სმიტის გვამი მდინარეში გადააგდო, ბავშვის ცხედარი კი თოვლის ზვავის ქვეშ გადამალა.

cyc

მალხაზ კობაურის 8 ივლისის ჩვენების შესამოწმებლად ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში აღნიშნულია, რომ გამოძიებას თავად კობაურმა მიუთუთა იმ ადგილზე, სადაც რაიან სმიტის გვამი გადააგდო, კერძოდ მკვლელობის ადგილიდან 1 მეტრის მოშორებით მდინარის კალაპოტში. ხადას ხეობაში 7-საათიანი ექსპერიმენტისას კობაურმა სამართალდამცველებს მკვლელობის ადგილი აჩვენა.

თავდაპირველად გამოძიება მას მხოლოდ მამა-შვილის მკვლელობას ედავებოდა, რასაც ბალისტიკური და ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებიც ამყარებდა. ექსპერტიზის დასკვნაში წერია, რომ თოფის ლულაზე 4 წლის ქელებ სმიტის დნმ-პროფილი ფიქსირდება, ამავე იარაღზეა მალხაზ კობაურის დნმ-ი. დასკვნა ცალსახად ადასტურებს, რომ ბავშვი თავზე მიბჯენით არის მოკლული. რაც შეეხება ბალისტიკურ ექსპერტიზას, დოკუმენტით დგინდება, რომ მკვლელობის იარაღი ვარგისია საბრძოლო მდგომარეობაში მოსაყვანად და ისვრის. ასევე ექსპერტიზამ დაადგინა, რომ შემთხვევის ადგილიდან და გვამებიდან ამოღებული ტყვიის ფინდიხი და საფანტი, სწორედ იმ ტიპის იარაღისთვისაა განკუთვნილი, როგორიც მალხაზ კობაურს ჰქონდა თან.

პროკურორ ზაზა დათუკიშვილის მტკიცებით, მას შემდეგ, რაც ბრალდებულმა გაიტყუა რაიან სმიტი, მან მოულოდნელად, ზურგიდან დაახლოებით 150 სმ მანძილიდან ესროლა პირველი ტყვია რაიან სმიტს ზურგის არეში, მეორე გასროლა კი განახორციელა თავის არეში რის შედეგადაც რაიან სმიტი ადგილზე გარდაიცვალა. „ამის შემდეგ ბრალდებული გადაწყვეტს თავიდან მოიშოროს ბავშვი და თავზე ადებს სანადირო თოფს და მიბჯენით ესვრის ტყვიას 4 წლის ბავშვს“, – აღნიშნა პროკურორმა „იმედის კვირასთან“.

რეკლამა

დაწერე კომენტარი