მას თან დიდი ოდენობით თანხა ჰქონდა – კახეთში ახალგაზრდა კაცს ეზებენ

პოლიცია ღამთ

კახეთში 42 წლის კაცს მე-9 დღეა ეძებენ. დაკარგულის ახლობების თქმით, კაცი სახლიდან 4 იანვრის დილას სოფელ ყარაჯალის მიმართულებით გავიდა და მას აღარ გამოჩენილა.

ოჯახის წევრები , ის პირუტყვის შეძენას გეგმავდა და თან 32 000 ლარი ჰქონდა.  დაკარგულის ახლობლები არ გამორიცხავენ, რომ კაცი თანხის გამო გაეტაცებინათ.

არსებული ინფორმაციით, ის პიუტყვის შესაძენად ერთ-ერთ მოქალაქესთან ერთად მიდიოდა. ფორმულა ჩავიდა იმ ადამიანთან, ვისთან ერთადაც დაკარგული უნდა წასულიყო, თუმცა მან მედიასთან კომენტარი არ გააკეთა.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ს მუხლით მიმდინარეობს, რაც თავისუფლების უკანონო აღკვეთას გულისხმობს. 

რეკლამა

დაწერე კომენტარი