“ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ ხანგრძლივად იყო ნაწყენი” – ილონ მასკის გამონათქვამები

ილონ მასკი

ახალგაზრდა მილიარდერის საინტერესო გამონათქვამები:

პირველ რიგში, უნდა გაერკვე, რომ რაღაც საერთოდ შესაძლებელია. შემდეგ კი გაზრდი მისი მიღწევის ალბათობას.

ვფიქრობ, ნებისმიერ ჩვეულებრივ ადამიანს აქვს არჩევანი, გახდეს არაჩვეულებრივი.

თუ გინდა გაახარო წითელი ხე, ჯერ უნდა დარწმუნდე, რომ თესლი კარგი ხარისხისაა, შემდეგ მოუარო ნერგს, გაერკვე ყველაფერში, რასაც შეუძლია ზიანი მოუტანოს შენს ხეს და შეაჩეროს მისი ზრდა.

არასოდეს ვნებდები. თუ დავნებდი, ე.ი. მოვკვდი ან სრულიად გამოვედი მწყობრიდან.

მარცხი უბრალოდ გარემოებაა, თუ არ დამარცხდი, ე.ი. საკმარისად არ ვითარდები.

ცხოვრება მეტისმეტად ხანმოკლეა, რომ ხანგრძლივად იყო ნაწყენი.

კოლეჯში სწავლის დროს, მინდოდა მეკეთებინა ისეთი საქმე, რომელიც მსოფლიოს შეცვლიდა. ასეც მოხდა.

თუ რაღაც შენთვის მნიშვნელოვანია, სცადე იმ შემთხვევაშიც, თუკი მარცხის ალბათობა დიდია.

ყველა კვერცხის ერთ კალათაში მოთავსება გონივრულია მანამ, სანამ აკონტროლებ კალათის მდგომარეობას.

მომავლის შესახებ: “იმ კაცობრიობას, რომელიც ვითარდება, იკვლევს და იპყრობს სხვა პლანეტებს და იმ კაცობრიობას შორის, რომელიც რჩება დედამიწაზე მიჯაჭვული მანამ, სანამ პლანეტის რესურსების ამოწურვის გამო განადგურების პირას არ მივა, ფუნდამენტური სხვაობაა.”

თანამშრომლების აყვანაზე: “ჩემი დიდი შეცდომა იყო, როდესაც თანამშრომლებს მათი კვალიფიკაციის მიხედვით ვიყვანდი და არა მათი პიროვნული თვისებების. ვფიქრობ, ძალიან ფასეულია, როდესაც ადამიანს კეთილი გული აქვს. “

 

loading…

პოპულარული

რუსთავში, ერთერთ კორპუსში აფეთქება მოხდა - ირაკლი ჩხვირკია
“შორენა ჩემი ცოლი არ არის…" - გოჩა ჩერტკოევის ემოციური აღიარება
აფეთქება რუსთავში - კლინიკაში გადაყვანილია 8 ადამიანი, მათ შორის ერთი მოზარდი მძიმე მდგომარეობაშია
ნაცემი 4 წლის ბავშვის დედა საბავშვო პედაგოგს შვილის ცემაში, დირექტორს კი შეურაცხყოფასა და მუქარაში ადანაშაულებს
დაწერე კომენტარი