მარჯვენასაჭიანი მანქანების შემოყვანა აღარ იკრძალება

საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ კანონპროექტთა პაკეტიდან ქვეყანაში მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოყვანის შესახებ მუხლი უკვე ამოღებულია, შესაბამისად საქართველოში მარჯვენა საჭიანი მანქანების შემოყვანა აღარ აიკრძალება. მაგრამ უცვლელი რჩება ე.წ. უკონტაქტო პატრულირება და მართვის მოწმობის 100 ქულიანი სისტემა.

cyc

„პარლამენტმა დეკემბერში მიიღო საგადასახადო კოდექსში ცვლილებები, რამაც გარკვეულწილად გააძვირა განბაჟება და ის რისკები რაც იყო, რომ გაიზრდებოდა მარჯვენასაჭიანი ავტომობილების რაოდენობა მარცხენა საჭიანებთან მიმართებაში და გაუთანაბრდებოდა მათ, ეგ რისკები შემცირდა. შესაბამისად, ჩვენ მკაცრ მიდგომებს აღარ მოვითხოვთ და ეს ნაწილი ამოღებული იქნება კანონპროექტიდან. ანუ არ აიკრძალება მარჯვენასაჭიანები. ვისაც უღირს, რომ ამ ფასად შემოიყვანოს, შესაძლებელი იქნება,“ – განაცხადა შს მინისტრის მოადგილემ შალვა ხუციშვილმა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი