(ვიდეო) “მარტო ეს ხელისუფლება კი არ უნდა მიეცეს სამართალში, არამედ წინა ხელისუფლების დროინდელი… “-დავით ნებიერიძე

ბიძინა ივანიშვილი-დავით ნებიერიძე

ეკონომიკის ექსპერტი დავით ნებიერიძე ეხმაურება “ღამის მთავარში” წამოჭრილ საკითხს ბიძინა ივანიშვილისთვის ამინისტიის შეთავაზების შესახებ და სოციალურ ქსელშ სტატუსს აქვეყნებს:

კამათი თემაზე – უნდა შევთავაზოთ თუ არა ამინისტია ივანიშვილს და მის ბიუჯეტის ვირთხებს, არჩევნების სამართლიანად ჩატარების საფასურად, არა მარტო ანტისახელმწიფოებრივი აქტი იქნება, არამედ იმ მოქალაქეთა ღალატი იქნება, რომელთა გამათხოვრებისა და გაუბედურების ხარჯზე დააგროვეს უკანონო ქონება ივანიშვილმა და მისმა კრიმინალურმა სინდიკატმა.

ხოლო, ვინც ამინისტიის იდეას გაუწევს ლობირებას მე და უამრავი სხვაც ჩავთვლით მათ ივანიშვილის კრიმინალურ ხელისუფლებასთან გარიგებულებად.

უფრო მეტიც, ზუსტად ჩვენ უნდა ვაჩვენოთ ხალხს სამართლიანობისა და სამართლის დამკვიდრების სანიმუშო მაგალითი. შესაბამისად მარტო ეს ნაგავი ხელისუფლება კი არ უნდა მიეცეს სამართალში, არამედ წინა ხელისუფლების დროინდელი დამნაშავეებიც, რიმელთა ნაძირლობის გამო სააკაშვილის ხელისუფლება და თითოეული ჩვენთაგანი, სამშობლოს გულანთებული მსახურნი აღმოვჩნდით ამ ჯოჯოხეთში და ვიღაცა არარაობები გვიბედავენ ბრალის დადებას იმაში რაც არავის ჩაგვიდენია და სოეტაკად ვემსახურებოდით სამშობლოს.
შესაბამისად, ბრალის წაყენება მოხდება უმაღლესი სტანდარტებით და მათ საქმეებს განიხილავს დამოუკიდებელი სასამართლო. არავითარი პოლიტიკური დევნა. მხოლოდ კრიმინალის სათანადოდ დასჯა, რომ აღარავის გაუჩნდეს განცდა, იმისა რომ თუ დააშავებს შემდეგ ივაჭრებს და გამოძვრება.
ხალხს უნდა დაუბრუნდეს ნაძარცვი, რომელი ხელისუფლების დროსაც არ უნდა ყოფილიყო ჩადენილი ეს უმსგავსოება.

პოპულარული

საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
"12 საათზე, როგორც კი ჩამოკრავს ზარი ხელში დაიჭირეთ ერთ ლარიანი მონეტა და ..." - ახალი წლის მთავარი რიტუალი
„ორჯერ გაიკეთა ქიმიოთერაპია...“ - ხათუნა ჟორდანია მძიმე დაავადებას ებრძვის
თამო ვაშალომიძე შიშველ სხეულზე რძეს ისხამს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი