“მარსის კოლონიზაციისთვის სულ მცირე 20 წელია საჭირო”- ილონ მასკი

spaceX ხომალდი-მარსი

კომპანია SpaceX-ის დამფუძნებლის ილონ მასკის განცხადებით, უახლოეს მომავალში მარსის კოლონიზაცია შეუსრულებელი ამოცანაა, ვინაიდან ავტონომიურ რეჟიმში მცხოვრები ქალაქის აშენებას სულ მცირე რამდენიმე ათწლეული და მარსზე ათასობით ფრენა დასჭირდება. ამის შესახებ მასკმა Twitter-ზე დაწერა.

მისი თქმით, დედამიწა და მარსი ერთმანეთს ორ წელიწადში ერთხელ უახლოვდებიან და მარსზე კოსმოსური ხომალდების გასაგზავნად მხოლოდ ეს „ფანჯარაა“ გამოსადეგი.

შესაბამისად, ხომალდ Starship-ის ტვირთამწეობის გათვალისწინებით, ავტონომიურ რეჟიმში მცხოვრები ქალაქის აშენებისთვის საჭირო რაოდენობის რესურსის (მილიონამდე ტონა ტვირთის) გასაგზავნად, დაახლოებით, 20 წელი და ათასობით ფრენაა საჭირო.

პოპულარული

ჩინეთიდან დაბრუნებულმა 22 წლის გოგომ კლინიკას ვირუსის ნიშნებით მიმართა
რა ხდება რეალურად ჩინეთში? კორონავირუსით დატანჯული და ქუჩაში გარდაცვლილი ადამიანები - უმძიმესი ვიდეოკადრები
ბრიტანელ ტურისტს ტაილანდელ მეძავთან სექსის შემდეგ სამედიცინო დახმარება დასჭირდა
იუნა შაფათავა მანჰეტენზე გაშიშვლდა - „ქართველი ემიგრანტი ნიუ იორკში“
დაწერე კომენტარი