საქართველო მარსზე ვაზის გაშენებას გეგმავს

ბოლო პერიოდში, მსოფლიოს უმსხვილესი ორგანიზაციები კოსმოსის ათვისების მიმართულებით პროექტების განხორციელებას ხშირად აანონსებენ. ამერიკის შეერთებული შტატების კოსმოსური სააგენტო NASA კი აქტიურად მუშაობს პლანეტა მარსის კოლონიზაციის პროექტზე.

„NASA-ს ასტრონავტების მიერ კოსმოსურ სადგურზე  საკვების მოყვანის რამდენიმე წარმატებული ექსპერიმენტი უკვე განხორციელდა, რაც სხვა მცენარეული კულტურის გამრავლებისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯია. პოტენციალი, რომელიც საქართველოს ამ მიმართულებით მუშაობისთვის გააჩნია,  მსოფლიოში უნიკალურია, რადგან იგი ვაზის კულტივაციის უძველეს კულტურას ეხება“, — ნათქვამია განცხადებაში.

აღნიშნული გეგმების რეალიზების მიზნით საქართველოში შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შევლენ სახელმწიფო სტრუქტურების, საგანმანათლებლო და კვლევითი დაწესებულებების წარმომადგენლები.

პირველ ეტაპზე, საინიციატივო ჯგუფში შევლენ: საქართველოს განათლებისა და მეციერების სამინისტრო, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტი, კომპანია Microsoft-ის წარმომადგენელი ნიკოლოზ დობორჯგინიძე და კომპანია SpaceFarms — მომავლის სათბურის წარმომადგენლები.

„სასტუმრო „სტამბაში“ მიმდინარეობს რეგიონში პირველი ურბანული ვერტიკალური სათბური-ლაბორატორიის შექმნა, რომლის ოპერირებასაც განახორციელებს კომპანია SpaceFarms. აღნიშნული სათბური-ლაბორატორია 2018 წლის სექტემბრიდან დაიწყებს ფუნქციონირებას. ლაბორატორიაში ვაზის სპეციალური ჯიშების გამოყვანა, კვლევა და განვითარება მოხდება“, — ნათქვამია განცხადებაში.

პოპულარული

სუსმა კახა კალაძის გუნდში კორუფციული ფაქტების შესწავლა დაიწყო - კომპრომატები დედაქალაქის მერის წინააღმდეგ (ვიდეო)
"სირცხვილია ასე ღიად აფიქსირებდეს სახელმწიფო, რომ დავამხოთ ბიძინა ივანიშვილი უდრის, დავამხოთ ხელისუფლება" - საქალაქო სასამართლოში ნიკა გვარამიას გამოკითხვა დასრულდა (ვიდეო)
არასრულწლოვანთა პორნოგრაფიის საქმე - დაკავებული 11 პირის სასამართლო პროცესი ხვალ, 7 დეკემბერს გაიმართება
ვაშაძე "ოცნებაზე": ჩვენ ჩავსვამთ მაგათ ქუთაისის აეროპორტში და გავუშვებთ აქედან
"ოპოზიცია არ აპირებს გაჩერებას, ბიძინა ივანიშვილს ექნება ისეთი პრესინგი, რომ აუცილებლად მოუწევს დათმობებზე წასვლა" - ბაჩუკი ქარდავა (ვიდეო)
საქართველოში ტემპერატურა დღეიდან -5 გრადუსამდე დაიკლებს - გარემოს ეროვნული სააგენტოს გაფრთხილება
34 წლის ბიჭი ჩხოროწყუს პოლიცის თანამშრომელს გაუპატიურებაში ადანაშაულებს - რა კავშირი აქვს უმძიმეს საქმესთან დეპუტატ იზორიას
გაუფასურებული ეროვნული ვალუტა - დღეს 1 აშშ დოლარი 2.9573 ლარი ღირს
არჩილ თალაკვაძე არ პასუხობს კითხვას შეაგინა თუ არა ბიძინა ივანიშვილს
დაწერე კომენტარი