მარნეულში მედიკოსებს ტესტი ჩაუტარდათ, არც ერთ მათგანს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

კორონა

მარნეულში იმ მედიკოსებს, რომლებსაც რისკ ჯგუგებთან ჰქონდათ შეხება, ტესტი ჩაუტარდათ და არც ერთ მათგანს ამ დროისთვის კორონავირუსი არ დაუდასტურდა.

აქტიურად მიმდინარეობს მოსახლეობის სკრინინგიც.

მარნეულში 15 ათასი, ბოლნისში კი 3 400 ადამიანი გუშინ შემოწმდა და მათგან მომატებული ტემპერატურა მხოლოდ ოთხს აღმოაჩნდა.

ჩინეთიდან მიღებული ტესტების პირველი პარტია მარნეულში გუშინ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჩაიტანა.

დაწერე კომენტარი