მარნეულელი ქალის დაინფიცირების წყარო დავადგინეთ, ეს არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა – იმნაძე

იმნაძე

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილის, პაატა იმნაძის განცხადებით, მარნეულიდან გადმოყვანილი ქალის კორონავირუსით ინფიცირების წყარო პრაქტიკულად უკვე დადგენილია.

მისივე თქმით, ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნიდან შემოვიდა.

„შეგვიძლია უკვე პრაქტიკულად დარწმუნებით ვთქვათ, რომ მარნეულელი ქალბატონის დაინფიცირების წყარო პრინციპში დადგენილი გვაქვს. კიდევ საჭირო იქნება რამდენიმე გადამოწმება, მაგრამ ინფიცირების წყარო არის მისივე ოჯახის ერთ-ერთი წევრი, რომელიც მანამდე არის შემოსული საქართველოში სხვა ქვეყნიდან. ასე რომ, პრაქტიკულად დადგენილი გვაქვს მისი ინფექცირების წყარო. ახლა საჭირო იქნება დამატებითი სეკვენირება. მოგეხსენებათ, გენეტიკურ ანალიზს ვაკეთებთ ჩვენ, რომ დავადასტუროთ ზუსტად, როდის მოხდა ეს ვირუსი, ნამდვილად იყო თუ არა გადაცემა და ა.შ.“ ,- განაცხადა იმნაძემ.

loading...

პოპულარული

zdnet.com: 4.9 მილიონზე მეტი ქართველის პირადი მონაცემები ინტერნეტში გავრცელდა
"საშინელი, უსაშველო ხველა ორი კვირა გაგრძელდა, ყველას სხვადასხვა რამ აგვტკივდა..." - რას ყვება ჰოლანდიაში მცხოვრები ქართველი, რომელიც კორონავირუსისგან სახლში განიკურნა
"თაიმ სქვერზე გვამების შესანახი მაცივრები გამოიტანეს... ეს შემზარავი სანახავია" - რას ჰყვება ნიუ-იორკში მცხოვრები ქართველი ჟურნალისტი
როდის არის მოსალოდნელი საქართველოში კორონავირუსის პიკი - თენგიზ ცერცვაძის განმარტება
დაწერე კომენტარი