მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს – მედია

მარიუპოლი

ქალაქ მარიუპოლიდან ევაკუაცია ვერ განხორციელდა, რუსებმა „აზოვსტალის“ ქარხნის ტერიტორია დაბომბეს.

cyc

აღნიშნულის შესახებ უკრაინული მედია მარიუპოლის მერის მრჩეველ პეტრ ანდრიუშენკოზე დაყრდნობით ავრცელებს ინფორმაციას.

„გუშინ რუსებმა გამოაცხადეს სიჩუმის რეჟიმი, რათა უზრუნველყოფილიყო მშვიდობიანი მოსახლეობის გაყვანა აზოვსტალის თავშესაფრებიდან. პარალელურად, შემოიყვანეს არტილერია და დაიწყო აზოვსტალის ზონის დაბომბვა“, – წერს ანდრიუშენკო.

მედიის ცნობით, ანდრიუშენკომ აღნიშნა, რომ ასეთ პირობებში, სურვილის შემთხვევაშიც კი, მშვიდობიანი მოსახლეობის ევაკუაცია შეუძლებელი იყო.

„სამაგიეროდ, დღის ბოლოს პროპაგანდამ აჩვენა, რომ არავის სურდა ევაკუაცია, რადგან უკრაინელი სამხედროები მათ არ უშვებდნენ. არაფერზე ვაკეთებ მინიშნებებს, უბრალოდ, ფაქტია ისტორიაში“, – განაცხადა ანდრიუშენკომ.

რეკლამა

დაწერე კომენტარი