მარინა ეზუგბაია: კორონავირუსის მქონე ერთ-ერთმა პაციენტმა სიმძიმის პერიოდი გადალახა და გამოსავალი კეთილსაიმედო უნდა იყოს

ეზუგბაია

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, მათ ცენტრში მოთავსებული კორონავირუსით ინფიცირებული ერთი მძიმე პაციენტის მდგომარეობა გაუმჯობესდა.

საუბარია პაციენტზე, რომელსაც პნევმონიასთან ერთად ჰიპერტონული დაავადება აქვს.

ეზუგბაია ამბობს, რომ სავარაუდოდ გამოსავალი კეთილსაიმედო იქნება.

„ერთ ქალბატონს, რომელსაც პნევმონიასთან ერთად აქვს ჰიპერტონული დაავადება, მისი მდგომაროება რამდენიმე დღეა, სტაბილურია და შეიძლება ვთქვათ, რომ ალბათ გადაილახა ის სიმძიმის პერიოდი და უკვე გამოსავალი ალბათ კეთილსაიმედო უნდა იყოს“ ,- აღნიშნა ეზუგბაიამ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 77 ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევაა დაფიქსირებული, მათ შორის 10 გამოჯანმრთელებულია.

დაწერე კომენტარი