პირველად არის, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა დადასტურებულ შემთხვევებზე მეტია – მარინა ეზუგბაია

მრი

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ქვეყანაში ამ დროისთვის კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობა 6-ით გაიზარდა და 517-ია. მარინა ეზუგბაიას თქმით, კორონავირუსისგან ბოლო 24 საათში 12 ადამიანი განიკურნა და ამ დროისთვის 168 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

“პირველად არის, როდესაც გამოჯანმრთელებულებსა და დადასტურებულებს შორის ასეთი დიდი სხვაობაა და ძალიან სასიამოვნოა, რომ გამოჯანმრთელებულების რაოდენობა მეტია და ჩემი სურვილი იქნება, რომ ასე გაგრძელდეს,”- განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.

ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის განცხადებით, ახალი შემთხვევებიდან ინფექციურ საავადმყოფოში მკურნალობას 42 ინფიცირებული პაციენტი გადის. მათი უმეტესობის მდგომარეობა საშუალო და მსუბუქი სიმძიმისაა, მხოლოდ 3-ს აღენიშნება მძიმე პნევმონია. კლინიკაში 11 მოზარდია, მათი მდგომარეობა სტაბილურია.

მარინა ეზუგბაიას თქმით, როგორც მისთვისაა ცნობილი, ახალი შემთხვევებიდან ერთი თეთრიწყაროს კლასტერია,  სამი საკარანტინო სივრციდან გადაიყვანეს და ისინი ბოლნისის კლასტერს წარმოადგენენ, დანარჩენების წყარო დაუდგენელია და მათი მოძიება გრძელდება.

პოპულარული

საქართველოში კორონავირუსით კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა
ტერორიზმის კვალი საქართველოში? - როგორ შემოვიდა 9 შეიარაღებული პირი ბათუმში იმავე გზით, რომლითაც ახმედ ჩატაევის დაჯგუფება
შემზარავი ამბავი, რომელიც დღეს თბილისში მოხდა - დედამ საკუთარი ახალშობილი კორპუსის ფანჯრიდან გადააგდო (ვიდეო)
სკანდალური წერილი: რატომ უპირისპირდებოდა პანდემიასთან მებრძოლი ცნობილი ექიმი "ოცნების" მაღალჩინოსნებს: "რატომ აკეთებთ ყველაფერს იმისთვის, რომ გადავდგათ ისეთი ნაბიჯები, რაც ძალიან არ გვინდა"
საგარეო ვალი ისტორიულ მაქსიმუმზე ადის - ოპოზიციაში აცხადებენ, რომ პანდემიის პირობებში აღებული ვალი, კორუფციულ სქემებში დაიხარჯაებ
ნეკა დოროყაშვილი დედათა მონასტერში წავიდა
თბილისში, ბიძინა კულუმბეგოვისა და ცნობილი მსახიობის ურთიერთობაზე ალაპარაკდნენ - რას ამბობს ანა სანაია
ქართველი ტრანსსექსუალი ქალის ეროტიული ფოტო განხილვის მთავარ თემად იქცა - ალექსიას სასქესო ორგანო ძაღლით აქვს დაფარული (ფოტო)
ხატია სიჭინავას ყავის ჭიქაზე კაცის სასქესო ორგანო "დაეხატა" - რა ფიტოს აქვეყნებს ტელეწამყვანი
დაწერე კომენტარი