“მართლმსაჯულების პოლიტიკური მიზნით გამოყენება, დემოკრატიულ კურსზე უარის თქმა და არჩევნების დელეგიტიმაცის საფრთხე”- კვირიკაშვილი უგულავას დაპატიმრებას ეხმაურება

გიორგი კვირიკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი “ევროპული საქართველოს” ლდერის გიგი უგულავად დაკავებას ეხმაურება.
“ქართული ოცნების” ყოფილი წევრის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“როდესაც რამდენიმე თვე რჩება უმნიშვნელოვანეს არჩევნებამდე და ხდება ერთ-ერთი ოპოზიციური ძალის ლიდერის დაპატიმრება, მითუმეტეს, როცა ამ ფაქტს წინ უძღვის საარჩევნო სისტემაზე საჯაროდ გაცემული პირობის დარღვევა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორების უმწვავესი კრიტიკა, ეს ქმედება შეიძლება შეფასდეს, როგორც მართლმსაჯულების სისტემის პოლიტიკური მიზნით გამოყენებად, ხოლო შექმნილი ტენდენცია – როგორც ხელისუფლების მხრიდან (გამიზნულად თუ გაუაზრებლად – აღარ აქვს მნიშვნელობა) მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მიერ არჩეულ დემოკრატიულ კურსზე უარის თქმად, რასაც ლოგიკურად მოჰყვება 2020 წლის არჩევნების შედეგების წინასწარი დელეგიტიმაცია. ამ აზრზეა ყველა საღად მოაზროვნე ადამიანი, განურჩევლად იმისა, ჯდება თუ არა გიგი უგულავა მის პოლიტიკურ გემოვნებაში – აქვე დავაზუსტებ, რომ პირადად ჩემი და ევროპული საქართველოს პოლიტიკური მრწამსი იყო და რჩება კარდინალურად განსხვავებული.
ასეთი ქმედებებით ხელისუფლება იღებს სრულ პასუხისმგებლობას შემდგომი პოლარიზაციის ზრდაზე.
მოვუწოდებ მას, იღონოს ყველაფერი, რათა მოხდეს პოლიტიკური პროცესის ნორმალიზაცია, საზოგადოების პოლარიზაციის თავიდან აცილება და უმნიშვნელოვანესი არჩევნების მშვიდობიანად ჩატარება”- აცხადებს გიორგი კვირიკაშვილი.

loading...

პოპულარული

„როგორ გვაბრმავებს სახელმწიფო კორონა ვირუსთან ბრძოლისას, უკონტროლო ძალაუფლების ხელში ჩასაგდებად... აქ ადამიანების სიცოცხლე დგას სასწორზე!“ - ქართული კარანტინის სკანდალური ისტორია
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებული მეორე პაციენტი გარდაიცვალა
კორონავირუსმა ნიუ იორკი გაანდგურა - გადარჩება თუ არა აშშ-ს სხვა ქალაქები?
"უსასტიკესი კვირა გველოდება, ბევრი ადამიანი დაიღუპება, მსგავსი პირველ და მეორე მსოფლიო ომის დროსაც არ გვინახავს" - დონალდ ტრამპი
დაწერე კომენტარი