სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი-სესიაშვილი

ირაკლი სესიაშვილი

მიხეილ სააკაშვილი ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი, – ამის შესახებ თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარემ ირაკლი სესიაშვილმა ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის შესახებ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ჩემი დამოკიდებულება მიხეილ სააკაშვილის მიმართ იცით. ადამიანს, რომელსაც პრეზიდენტობის დროს ქვეყანაში ჰქონდა 9 წლიანი დიქტატურა, ტოტალური კონტროლი და მიუხედავად ამისა, მან არჩევნები წააგო, ადამიანი, რომელიც წავიდა უკრაინაში და მესიის ამბიციები ჰქონდა, სულ რაღაც რამდენიმე წელში იქედან გააგდეს. მე უბრალოდ არ მინდა, რომ საქართველოს ყოფილ პრეზიდენტს ასეთი იმიჯი ჰქონდეს. ის ქართული მართლმსაჯულების წინაშე აუცილებლად წარსდგება, ამის გარანტიას გაძლევთ ჩვენი ხელისუფლების თითოეული წარმომადგენელი. თუ როგორ, რანაირად, ეს დროის ფაქტორია, თუმცა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ამ შემთხვევაში ქვეყნის იმიჯი უფრო მაინტერესებს, ვიდრე ერთი ადამიანის, ან ერთი პოლიტიკოსის ბედი”, – განაცხადა სესიაშვილმა.

loading…

პოპულარული

ფოტოები, რომელსაც ემოციის გარეშე ვერ ნახავთ - როგორ დახვდნენ ლადო აფხაზავას ჩიბათის სკოლაში
მამა პანტელეიმონის მეუღლე, 29 წლის ბარბარე მძიმე ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა
ლადო აფხაზავა მსოფლიოს საუკეთესო მასწავლებელთა ათეულშია - ფინალისტები ჰიუ ჯეკმანმა წარადგინა (ვიდეო)
„მივიღე გადაწყვეტილება წავიდე ბანკიდან, სადაც ჩემი ცხოვრების 27 წელი გავატარე" - მამუკა ხაზარაძის საგანგებო მიმართვა
დაწერე კომენტარი