6 ნოემბრის მართლმადიდებლური დღესასწაული (ვიდეო)

მართლმადიდებლური ეკლესიის გერბი

6 ნოემბირს  მართმადიდებლური ეკლესია აღნიშნავს შემდეგი წმიდანების ხსენების დღეს:

იზრუნე ჯანმრთელობაზე

წმიდა არეთა

წმიდა არეთა და მასთან სხვა ოთხიათას ორას ოთხმოცდა-ცხრამეტი ქრისტიანი (სხვა ცნობით – ოთხიათას ორას ორმოცდათორმეტი) VI საუკუნეში ეწამნენ მართლმადიდებლობის ერთგულებისთვის. არეთა იყო არაბეთის ქალაქ ნეგრანის მმართველი, რომლის მცხოვრებლებიც ქრისტიანები იყვნენ.
წმიდა არეთა
ომირიტების (სამხრეთ არაბეთში, არაბეთის ყურესთან მოსახლე ხალხი) მეფემ, იუდეველმა დუნაანმა ქვეყანაში ქრისტიანობის ამოძირკვა გადაწყვიტა და გამოსცა ბრძანება, ამოეჟლიტათ ქრისტეს ყველა მიმდევარი, ქალაქი ნეგრანი არ განუდგა მაცხოვრის სარწმუნოებას. მაშინ უღმერთო ხელისუფალი დიდი ლაშქრით დაიძრა მის ასაოხრებლად. ნეგრანის კედლებთან მეფის მაცნეებმა განაცხადეს, რომ ცოცხალი მხოლოდ ის გადარჩებოდა, ვინც ქრისტეს უარყოფდა. დუნაანმა ქრისტიანული ქალაქის აღება ძალით ვერ შეძლო და ხერხს მიმართა – ფიცი დადო, რომ ქრისტიანებს არ შეეხებოდა და მხოლოდ დაბეგრავდა ნეგრანს. ქალაქის მცხოვრებლებმა ყურად არ იღეს არეთას რჩევა, ერწმუნნენ დუნაანს და მტერი ქალაქში შეუშვეს.

უსჯულო მეფემ ბრძანა, დიდი კოცონი დაენთოთ და სხვა ქრისტიანების დასაშინებლად ყველა ღვთისმსახური შიგ ჩაეყარათ. ასე დაწვეს ოთხასოცდაშვიდი ღვთისმსახური. მმართველი არეთა და სხვა უხუცესები საპყრობილეში გამოკეტეს. „არ უარვყოფთ ქრისტეს, რადგან ის ჩვენთვის სიცოცხლეა, მისთვის სიკვდილი კი – შესაძინელი“, – ერთხმად ღაღადებდნენ ქრისტიანები. უღმერთოებმა ქრისტეს აღსარებისთვის ქალაქ ნეგრანისა და მისი მახლობელი სოფლების ოთხი ათასზე მეტ მკვიდრს წამებით ამოჰხადეს სული. წმიდა არეთა, ერთი ცნობით, მახვილით განგმირეს.

ნეტარი ელეზვოი

ნეტარი ელეზვოი – ეთიოპიის მეფე არაბეთში ქრისტიანთა მდევნელი იუდეველი დუნაანის მეფობის ჟამს ცხოვრობდა. კეთილმსახურმა ხელისუფალმა, რომელიც ძალიან შეაწუხა მართლმორწმუნეთა გაუთავებელმა ხოცვა-ჟლეტამ, უღმრთო დუნაანს ომი გამოუცხადა, მაგრამ მისი ლაშქრობა მარცხით დამთავრდა. ელეზვოის სურდა, შეეტყო, თუ რა იყო დამარცხების მიზეზი და ზეგარდამო შთაგონებით ერთ დაყუდებულ ბერს მიმართა. ამ უკანასკნელმა კი წმიდანს განუცხადა, რომ იგი არასწორად მოიქცა, როცა მხოლოდ საკუთარ ძალებზე მინდობით დუნაანზე შურისძიება გადაწყვიტა, რადგან უფალი ბრძანებს: „ჩემი არს შურის-გებაჲ და მე მივაგო“ (ებრ. 10,30). განდეგილმა ნეტარ ელეზვოის ურჩია, დუნაანის წინააღმდეგ ებრძოლა არა საკუთარი ძალის, არამედ ღვთის მოწყალების იმედით დაეწყო და ბრძოლის მიზანი მხოლოდ ქრისტიანობის დაცვა და წმიდა ეკლესიის სიყვარული უნდა ყოფილიყო. ამასთანავე ურჩია, საკუთარი სულის ცხონებისათვის სიცოცხლის უკანასკნელი დღეები ღვთისათვის მიეძღვნა. წმიდა ელეზვოიმ აღთქმა დაუდო უფალს, რის შემდეგაც მტერზე გაიმარჯვა, ქვეყანაში ქრისტიანებს აღმსარებლობის თავისუფლება მიანიჭა და ტაძრები გახსნა. ამის შემდეგ წმიდანმა დატოვა სამეფო ტახტი და ერთ-ერთ სავანეს მიაშურა, სადაც თხუთმეტი წელი დაყუდებით ცხოვრობდა. ნეტარი ელეზვოი გარდაიცვალა დაახლოებით 553-555 წელს.

ნეტარი ელეზვოი

loading…
გააკეთე კომენტარი!