“მარგველაშვილმა, დაკარგა უფლება იწოდებოდეს ცივილიზებულ ადამიანად” – ნაცვლიშვილი

მთავარი პროკურორის ყოფილი პირველი მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი, საქართველოს პრეზიდენტის მიერ დღეს საგანგებო ბრიფინგზე გაკეთებულ განცხადებებს ეხმაურება. ნაცვლიშვილი მარგველაშვილის იმ განცხადებას აფასებს, სადაც მან ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების საქმეზე ისაუბრა და ის გირგვლიანის საქმეს შეადარა.

ნაცვლიშვილი პრეზიდენტის სიყალბეზე საუბრობს და ამბობს, რომ “ეს პოლიტიკური თუ მორალური “ქამინგ აუთი” მისი სამარცხვინო პრეზიდენტობის აბსოლუტურად ლოგიკური კულმინაციაა”.

“რასაც ახლა პირდაპირ ეთერში ამაზრზენად ყალბი პათეტიკით აკეთებს მარგველაშვილი, განსაკუთრებით, გირგვლიანის საქმის ხორავას საქმესთან გათანაბრებით, იმ გირგვლიანის, რომლის მკვლელთა უკანონოდ შემწყალებელი სააკაშვილი პოლიტიკურ დევნილად გამოგვიცხადა – მან, მარგველაშვილმა, დაკარგა უფლება იწოდებოდეს ცივილიზებულ ადამიანად. თუმცა, ეს პოლიტიკური თუ მორალური “ქამინგ აუთი” მისი სამარცხვინო პრეზიდენტობის აბსოლუტურად ლოგიკური კულმინაციაა,”-წერს ლაშა ნაცვლიშვილი.

loading…

პოპულარული

თურქეთში გაჩუქებული ძაღლი გამოიპარა და საქართველოში პატრონთან დაბრუნდა
"შავი სია" არ არსებობს - ვალების ჩამოწერის აფიორა და "დამალული" დეტალები
"აგვისტოს ომი გმირი დღეს დაკრძალეს, ხელისუფლებიდან არავინ ჩავიდა, რომ სამძიმარი ეთქვათ ცერცვაძის ოჯახისთვის"
"ოცნების" ყველა შიდა კვლევით გრიგოლ ვაშაძე არჩევნებს 12%-იანი უპირატესობით იგებს!"- რას გეგმავს ხელისუფლება
დაწერე კომენტარი