მარადონა მოკლეს? – ვის და რა მუხლით წაუყენა ბრალი არგენტინის პროკურატურამ

მარადონა

არგენტინის პროკურატურამ დიეგო მარადონას პირად ექიმს ფეხბურთელის გარდაცვალების საქმესთან დაკავშირებით ბრალი წაუყენა. ამის შესახებ არგენტინული მედია წერს. მათი მონაცემებით ლეოპოლდო ლუკე ეჭვმიტანილია არაგანზრახ მკვლელობაში და ავადმყოფისთვის დახმარების არ აღმოჩენაში. მის წინააღმდეგ გამოძიება მარადონას ქალიშვილების ჩვენებების საფუძველზე დაიწყო, რომლებმაც ექიმის ქმედებები ეჭვქვეშ დააყენეს.

თავად ექიმი ფეხბურთელის სიკვდილში  საკუთან ან ვინმეს ბრალეულობას არ აღიარებს. მისი თქმით, ექიმების ბრიგადამ, რომელიც მარადონს ჯანმრთელობის მდგომარეობას აკონტროლებდა ყველაფერი გააკეთა რაც შეეძლო.

სასამართლომ ლუკეს სახლის ჩხრეკის ორდერი გასცა. ოპერატიული ღონისძიებებისას მარადონას ავადმყოფობის ისტორია ამოიღეს. დიეგო მარადონა 26 ნოემბერს გულის მოულოდნელი გაჩერების შედეგად გარდაიცვალა. 3 ნოემბერს მან თავის ტვინის სუბდურალური ჰემატომის ოპერაცია გადაიტანა და ლა პლატეს საავადმყოფოდან 12 ნოემბერს გამოწერეს.

„ნიუსრეპორტი“

დაწერე კომენტარი