“მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა” – ვინ არის თერჯოლელი 17 წლის ბიჭი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა

ცნობილი გახდა, რომ თერჯოლაში 17 წლის მოზარდი, რომელმაც სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის წარმატებული მოსწავლე იყო.

გასულ წელს, მან ჩინეთში საერთაშორისო კონფერენციაზე, ფიზიკა-ბიოლოგია-ქიმიაში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. მასზე პედაგოგები დიდ იმედებს ამყარებდნენ. 17 წლის თერჯოლელი ბიჭი ჯუბა მარგველაშვილი იყო. „პრაიმტაიმი“ქუთაისის ფიზიკა-მათემატიკური სკოლის დირექტორს, დავით ნიშნიანიძეს ესაუბრა.

„ჯუბა ჩვენი სკოლის მოსწავლე იყო. ის შარშან ფიზიკის, ბიოლოგიისა და ქიმიის საერთაშორისო ოლიმპიადაზე მონაწილეობდა და ბრინჯაოს მედალიც მოიპოვა. ჯუბა საქართველოს ნაკრების შემადგენლობაშიც იყო. ამბობენ, სახლში ხანძრის გაჩენის შემდეგ თავი დამნაშავედ იგრძნო და ასეთი მძიმე გადაწყვეტილება მიიღოო. მას სკოლაში ყველასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა, ათოსანი იყო. ძალიან გვიმძიმს ამ ამბავთან შეგუება“ – ამბობს დავით ნიშნიანიძე.

შეგახსენებთ, 2 დღის წინ თერჯოლის მუნიციპალიტეტში 17 წლის ბიჭმა თავი ჩამოიხრჩო. შემთხვევის ადგილზე ის დედამ ნახა. გამოძიება შსს-მ 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
primetime.ge

loading...

პოპულარული

"დაახლოებით კაკლის ზომის სეტყვა იყო" - სტიქიამ ქალაქი თელავი და რამდენიმე სოფელი დააზარალა (ფოტო, ვიდეო)
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
ვაშინგტონი მოსკოვს ემუქრება: რუსეთმა 1 მილიარდის ყალბი ლიბიური ბანკნოტები დაბეჭდა
"ოცნების" ყოფილი მაღალჩინოსნების ბოჰემური ცხოვრება და უეცრად გამდიდრების სქემა - კოლოსალური შემოსავლები დუმილის სანაცვლოდ? (ვიდეო)
მაღალჩინოსნებისა და კრიმინალების დიდი შეკრება კანონიერი ქურდის საფლავზე - ნარკოტიკებისა და კონტრაბანდის ისტორია - რეპორტაჟი ოკუპირებულ აფხაზეთიდან
როგორ ჩაცხრილეს მღვდლები მანქანაში: "ავტომატითაც დაუცხრილიათ და ნაჯახითაც მოუჭრიათ თავი..." - სკანდალი რუის-ურბნისის ეპარქიაში
კორონავირუსის ახალი კლასტერი თბილისი ცენტრში - რა ხდება დევნილთა საცხოვრებლში
ქარელის მერმა მოქალაქებს დედა აგინა
შემზარავი მკვლელობა - 15 წლის ბიჭმა 10 წლის მძინარე და ჩაქუჩით მოკლა და ნაგავსაყრელზე დააგდო
დაწერე კომენტარი