სისხლიანი გარჩევა არასწორად დაყენებული ავტომობილის გამო

დაჭრა

სისხლიანი დაპირისპირება „დრიმთაუნში“ – საცხოვრებელი კორპუსის დაცვის თანამშრომელი ცივი იარღით დაჭრეს, 19 წლის ბიჭი სამი ჭრილობით, ყელის და თავის არეში ადგილობრივებმა საავადმყოფოში გადაიყვანეს.

შემთხვევას კი წინ სიტვიარი და ფიზიკური დაპირისპირება უძღოდა. როგორც კორპუსის ერთ-ერთი მცხოვრები „რეზონანსთან“ ყვება,  ჩხუბი დაცვის თანამშრომელსა და ადგილობრივ მცხოვრებს შორის მოხდა.

მათი ინფორმაციით, მამაკაცი ცდილობდა, რომ ავტომანქანა იმ ადგილას გაეჩერებინა, სადაც გაჩერება არ შეიძლება. დაცვის თანამშრომლი მასთან მივიდა და სთხოვა, რომ ავტომობილი სხვაგან დაეყენებინა. თვითმხილველი ამბობს, რომ ადგილობრივმა მცხოვრებმა მას ჯერ ყვირილი დაუწყო, შემდეგ კი მანქანიდან გადმოხტა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, სვარაუდოდ, სწორედ მაშინ მოხდა დაჭრის ფაქტიც.

„ყველაფერი ძალიან სწრაფად მოხდა, გაშველებაც კი ვერავინ მოასწრო. ეს ბიჭი ჩვენი კორპუსის დაცვაა. არასდროს მინახავს, რომ ვინმესთან კონფლიქტი მოსვლოდა. პირიქით, ყველა მეგობრულად ვართ მის მიმართ განწყობილი.

„არ ვიცი ეს ბიჭი ვინც დაჭრა ვინაა, არ ვიცნობ. ამბობენ, რომ ჩვენი მეზობელია.  ავტომობილი იმ ადაგილას გაჩერება სურდა, სადაც არ შეიძლება. ბიჭი მივიდა და ადამიანურად სთხოვა, რომ არ გაეჩერებინა.

„ვინც დაინახა, ყველა ამბობს, რომ მანქანიდან გინება დაუწყო – „შენ ვინ გეკითხებაო“ და ასეთი რაღაცეები. ალბათ ამ ბიჭმაც პასუხი გასცა. სწორედ ამის შემდეგ გადმოხტა ავტომობვილიდან.

„დანა  ერთი ყელის არეში არტერიასთან დაარტყა, მეორე მუცელში ჰქონდა და მესამე ფეხის არეში. დაჩეხა ადამიანი. ყვირილზე და ხმაურზე რომ გამოვედი, კაფეს დაცვის ბიჭებს უკვე შიგნით ჰყავდათ შეყვანილი და ყვიროდნენ – სასწრაფო გამოიძახეთო. თავად ამბობდა – დამჩეხა ამ არაკაცმაო.

„ის ადგილობრივი მცხოვრები გაიქცა. რა ვიცი მისი დაჭერა რა გახდა, ამდენი თვითმხილველი იყო გარშემო. როგორც ვიცი, ოპერაცია გაუკეთეს და მის სიცოცხლეს საფრთხე აღარ ემუქრება“, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები „რეზონანსთან“ საუბრისას.

შინაგან საქმეთა სამინისტროში „რეზონანს“ განუცხადეს, რომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება  სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით, სხეულის მსუბუქად დაზიანების ფაქტზე  აღიძრა. დანაშაული ცხელ კვალზეა გახსნილი, მიმდინარეობს საგამოძიებო ღონისძიებები  და დანიშნულია ექსპერტიზა.

რეზონანსი

loading…

პოპულარული

14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
"მოვალეთა შავ სიაში მყოფი პირებისთვის უნდა მოხდეს ვალების ჩამოწერა" - გრიგოლ ვაშაძე საბანკო რეგულაციებზე
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
დაწერე კომენტარი