მანქანაში სხვა ადამიანებიც სხდნენ – ექსპერტიზის დასკვნა შაქარაშვილის საქმეს თავდაყირა აყენებს?!

შაქარა

გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში დაცვის მხარემ საქმეს ექსპერტიზის ახალი დასკვნა დაურთო. ადვოკატების თქმით, დასკვნით მტკიცდება, რომ ამავე საქმეზე ბრალდებულ ვასილ მახარაძესთან ერთად მანქანაში კიდევ სხვა პირებიც იმყოფებოდნენ. ექსპერტიზის დასკვნა ეხება “ქებაბ ჰაუსის” ვიდეოჩანაწერებს, რომელშიც ჩანს, რომ “ტოიოტა ქამრიში” ვასილ მახარაძესთან ერთად იმყოფებოდნენ ბრალდებული ვახტანგ ჩიქოვანი და არასრულწლოვანი ზ.ხ. ადვოკატები ამტკიცებენ, რომ ბრალდების მხარის ვერსია ამ დასკვნით თავდაყირა დგება, რასაც პროკურატურა არ იზიარებს.

“ერთადერთი რამის დადგენა შეიძლება ამით – არ ჯდება მხოლოდ ვასილ მახარაძე მანქანაში, მასთან ერთად სხდებიან სხვა პირებიც, იღება ორი კარი – შუქის ანთება წინა ორ კარს აქვს და ჩანს, რომ წინა ორი კარია. თუ ბრალდების მხარე იმაზე საუბრობს, რომ ამ დასკვნით მათი პოზიცია მყარდება, მაშინ რატომ ეწინააღმდეგებოდნენ, რომ ეს დასკვნა დართულიყო კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეს,”-განაცხადა არასრულწლოვან ზ. ხ.-ს ადვოკატმა გიორგი გელხაურმა. 

საქმის პროკურორის, დავით ყაზარაშვილის განცხადებით, ექსპერტს არ ჰქონდა გამოკვლეული ის კონკრეტული ავტომობილი, ამიტომ ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული გარემოებები სუბიექტურია.

რუსთავი 2

დაწერე კომენტარი