მამუკა ხაზარაძე გუგუთიანთკარში მავთულხლართებსმიღმა დარჩენილ ოჯახს ახალ სახლს აუშენებს

ბიზნესმენი მამუკა ხაზარაძე სოციალურ ქსელით გუგუთიანთკარში შექმნილ ვითარებას ეხმაურება.

როგორც ის წერს, მავთულხლართმიღმა დარჩენილი სახლის მფლობელს, გიგი რაზმაძეს უახლოეს ერთ თვეში ახალ სახლს აუშენებს.

„რუსული მცოცავი ოკუპაცია ყოველდღიურად გვართმევს სამშობლოს ნაწილს. ეს არის ბრძოლა ყოველი გოჯი ქართული მიწისთვის, ამ ომს თავისი გმირები ჰყავს – იქ მცხოვრები ადამიანები, რომლებიც შიშველი ხელებით ცდილობენ საკუთარი ოჯახების და ქართული მიწის დაცვას. 
დღეს მათ სახლი წაართვეს, რომელიც უკვე ოკუპირებულ 20% -ს მიემატა.
ამ ოჯახებმა ისევ უნდა იცხოვრონ თავიანთ მიწაზე, სადაც ახლა მავთულხლართებს ავლებენ რუსი ჯარისკაცები.
ჩვენი მოვალეობაა მათთან ერთად ვიდგეთ. 
ამიტომ გეგუტიანთკარში გივი რაზმაძის ოჯახს უახლოეს ერთ თვეში ახალი სახლი ექნება. აქვე მინდა ვთხოვო ქართულ ბიზნესს – დაეხმარონ იქ მცხოვრებ ადამიანებს.
ქართული კერა არ მოიშლება, 
ამ ომს ჩვენ მოვიგებთ, 
საქართველო გაერთიანდება!“, – წერს ხაზარაძე.

ოკუპანტებმა გუგუტიანთკარში უკანონო ბორდერიზაციის შედეგად რამდენიმე სახლი მავთულხლართებს მიღმა მოაქციეს.

შეგახსენებთ, რომ მათ პირველად მოძები ადგილზე რამდენიმე დღის წინ დაამონტაჟეს, თუმცა პროცესი დროებით შეაჩერეს.

პოპულარული

"მე ახლა უნდა მოვყვე რას ნიშნავს სახის დაკარგვა..." - ნანუკა ჟორჟოლიანი ნინო შუბლაძეს პასუხობს
22 აგვისტოს ასტროლოგიური პრონოგიზი
"რუსთავი 2" ოკუპირებულია ბიძინა ივანიშვილის მიერ" - ტელეკომპანია კურიერის თითქმის სრულმა შემადგენლობამ დატოვა (ვიდეო)
"დედა ვწუხვარ, რომ სამსახური დაკარგე და არა მარტო დედაზე, მთლიან რუსთავი 2 -ზე..." - საბა კოდუას ემოიური პოსტი
დაწერე კომენტარი