მამუკა ბახტაძე სერბეთის პრემიერ-მინისტრს შეხვდა

მამუკა ბახტაძის შხვედრა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი მამუკა ბახტაძე სერბეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ანა ბრნაბიჩს შეხვდა.

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას, ასევე ეკონომიკური ურთიერთობების გააქტიურებას, რისთვისაც მხარეებმა მზადყოფნა დაადასტურეს.

საქართველოს მთავრობის მეთაურმა ბოლო წლებში საქართველოს მიერ მიღწეულ პროგრესზე ისაუბრა და სერბ კოლეგას „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა.

მამუკა ბახტაძემ ხაზი გაუსვა ინსტიტუციების განვითარების, გამჭვირვალობისა და მმართველობის გაუმჯობესების მიმართულებით გადადგმულ ნაბიჯებს და აღნიშნა, რომ საქართველო რეფორმების კუთხით რეგიონში ლიდერია. საქართველოს პრემიერის თქმით, საქართველოს ასევე წამყვან რეფორმატორ ქვეყნად აფასებს საერთაშორისო სავალუტო ფონდი, რომლის გათვლებით ქვეყანა ეკონომიკური ზრდის კუთხითაც მოწინავე გახდება.

შეხვედრისას საუბარი შეეხო სხვადასხვა სფეროში გამოცდილების ურთიერთგაზიარების მნიშვნელობას. კერძოდ, სერბეთი საგადასახადო სისტემის გამარტივების კუთხით საქართველოს გამოცდილებას ეცნობა.
სერბეთის პრემიერ-მინისტრმა ქართველ კოლეგას ეკონომიკური ზრდის მაღალი მაჩვენებლები და „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტის მასპინძლობა მიულოცა და საქართველო-სერბეთის ორმხრივი ურთიერთობების განვითარების იმედი გამოთქვა.

„ბევრი მსმენია საქართველოსა და თბილისის შესახებ და მოხარული ვარ, რომ აქ ვიმყოფები. სასიამოვნოა, რომ ვარ სერბეთის პირველი პრემიერ-მინისტრი, რომელიც საქართველოს ეწვია. „ღია მმართველობის პარტნიორობის“ სამიტი არის ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიება არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ჩემთვის ცნობილია, რომ თქვენ აგრეთვე გაქვთ მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ძალიან კარგი მაჩვენებლები და მინდა, მოგილოცოთ“, – მიმართა სერბეთის პრემიერმა მამუკა ბახტაძეს.

საქართველოსა და სერბეთის პრემიერ-მინისტრების პირისპირ შეხვედრის შემდეგ, გაფართოებული ფორმატის მოლაპარაკებები გაიმართა, რომელშიც ორი ქვეყნის მთავრობის წევრები მონაწილეობდნენ.

loading…

პოპულარული

აუქციონი დასრულებულია - აზერბაიჯანელმა მოდელმა ქალწულობა 2 400 000 ევროდ გაყიდა (ფოტოები)
პატრიარქი თავის მთავარი სტიქაროსანს დაემშვიდობა - ილია II- მ 23 წლის ლევან ბორტიშვილს სიონში პანაშვიდი გადაუხადა
10 000 ლარის მოპარული სამკაული - ირინა ონაშვილი ოჯახის დამხმარე ქალმა გაქურდა
"ავადმყოფი დედა-შვილი ვიპოვეთ... ბავშვს შიმშილისგან გონება დაუკარგავს... მართლა სიკვდილის პირას არიან"
დაწერე კომენტარი