“ვმუშაობდი შეუსვენებლად 24 საათი, მარტო, დამუკიდებლად, ამ ასაკში მომიწია უარის თქმა ყველაფრისთვის, რათა მიზნისთვის მიმეღწია” – 25 წლის გოგოს დაუჯერებელი ამბავი, როგორ გახდა მარიამ მამუკაშვილი წარმატებული ბიზნესლედი

მარიამ მამუკაშვილი

cyc.ge – მოგიყვებათ ერთ გოგონაზე, რომლის ისტორიაც ძალიან განსხვავდება სხვებისგან.

ჩვენი სტატიის გმირი 25 წლის მარიამ მამუკაშვილია. გოგო, რომელმაც ძალიან რთული გზა გაიარა დასახული მიზნის მისაღწევად, ბევრი იშრომა და შექმნა უნიკალური კომპანია, რომლის მსგავსიც საქართველოში არ არსებობს.

“მეგა ჰოულდინგ” -ი არის კომპანია, რომელსაც მარიამი უდგას სათავეში დღეს ბიზნეს სექტორში მას ერთ-ერთი წამყვანი ადგილი უჭირავს და მოიცავს რამდენიმე მიმართულებას: საგანმანათლებლო, სპორტის, სახანძრო უსაფრთხოების, საყოფაცხოვრებო და სასტუმროების დეპარტამენტებს.

 მარიამი ჩვენს მკითხველს თავად მოუყვება რატომ გაუჩნდა ასეთი კომპანიის დაარსების იდეა და რა გზა განვლო 23 წლის ასაკში, ჩვეულებრივი პატარა გოგონადან წარმატებულ ბიზნესლედობამდე.

“ყველაფერი ორი წლის წინ, 2017 წელს დაიწყო. მინდოდა ისეთი რამ გამეკეთებინა, რომლის ანალოგი საქართველოში არ არსებობდა. დავიწყე იქიდან, რომ დავარეგისტრირე კომპანია, რომელსაც დავარქვი “მეგა-ჰოულდინგ”.

ვმუშობდი 24 საათი, მარტო, სახლიდან, დამოუკიდებლად. ვაწარმოებდი მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს ჩემთვის საინტერესო ორგანიზაციებთან.  თავად ვიღებდი მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს და ყოველთვის მჯეროდა, რომ ყველა ჩემი ნაბიჯი იქნებოდა წარმატებული.

როცა ჩემი პროდუქცია და კომპანია დამკვიდრდა ბაზარზე და საკუთარი მომხმარებელი გამიჩნდა,მაღალი მოთხოვნიდან გამომდინარე, ვეღარ ვასწრებდი შეკვეთის შეთავზებასა და მიღებას, ამიტომ დამჭირდა დამატებითი კადრი. ვიქირავე ფართი და ავიყვანე რამოდენიმე თანამშრომელი.

ჯერ ერთი კომპიუტერი შევიძინე, მერე მეორე, მესამე და ასე გავიზარდეთ. ახლა კი გვაქვს ხუთი მიმართულების დეპარტამენტი, საწყობები , გვაქვს ჩვენი ოფისი, ავტომობილები , რომლებიც მთელი საქართველოს მასშტაბით უფასო საკურიერო მომსახურეობით, აწვდიან სასურველ პროდუქციას მომხმარებლებს” – ამბობს მარიამი.

“მეგა ჰოულდინგ“- ის დეპარტამენტები და პროექტები ერთი შეხედვითაც კი ძალიან მიმზიდველი და შთამბეჭდავია.

კომპანიის დამფუძებელი, მარიამ მამუკაშვილი მეგა ჰოულდინგ”– ის საქმიანობის და დეპარტამენტების შესახებ დაწვრილებით საუბრობს.

კომპანია “მეგა-ჰოლდინგ”, 4000-ზე მეტი დასახელების, სხვადასხვა პროდუქციას უწევს რეალიზებას საქართველოს მასშტაბით. ჩვენ ბაზარზე არსებული მოთხოვნების გათვალისწინებით, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა ორგანიზაციებთან, კერძო და სახელმწიფო სტრუქტურებთან. მათი სურვილის

შესაბამისად, უზრუნველვყოფთ მათთვის ყოველდღიურად აუცილებელი და საჭირო პროდუქციით მომარაგებას. გვაქვს უფასო საკურიერო მომსახურეობა, რაც ჩვენი მომხმარებლებისთვის დამატებითი კომფორტია.

კომპანიაში მისულ ნებისმიერ სტუმარს, თუ უბრალოდ დაინტერებულ ადამიანს ხვდება ძალიან თბილი, ოჯახური გარემო. ეს ყველაფერი ერთი შეხედვითაც იგრძნობა. სამსახურში საქმესთან ერთად თანამშრომლებს აქვთ სხვადასხვა

მოტივაციები, ხშირად აქვთ გასვლითი დღეები ქალაქგარეთ. სტუმრობენ რეგიონებს, აქვთ  ძალიან მეგობრული დამოკიდებულება ერთმანეთთან, ბევრი სიურპრიზი მარიამის კომპანიის სავიზიტო ბარათია.

თავიდანვე მინდოდა, რომ კომპანია, რომელსაც შევქმნიდი ყოფილიყო სასურველი და  კომფორტული როგორც თანამშრომლებისთვის აგრეთვე მომხმარებლებისთვის. ყოველთვის ვცდილობდი მაგალითი ამეღო სხვა დამსაქმებლებისგან. მაგალითად ის,

თუ როგორი არ უნდა იყო თნამშრომელთან ურთიერთობის დროს. აქ არ არის არანაირი სტრესი და დაძაბულობა.

ჩვენი მთავარი მიზანია, რომ თანამშრომლებს შევუქმნათ ისეთი სამუშაო სივრცე, რომელიც თითოეული მათგანისთვის იქნება სასიამოვნო.

ამასთან გოგონამ, 23 წლის ასაკში ყურადღება გაამახვილა კადრების პროფესიონალურ მომზადებაზე და შემქნა წარმატებული გუნდი,

რომელიც ყველანაირ კომფორტს უქმნის მომხმარებელს და კომპანიასთან მათ ურთიერთობას რო მიმზიდველს ხდის.

“ჩვენი წარმატების ერთ-ერთი საიდუმლო არის ის რომ გვყავს პროფესიონალი კადრები. განსაკუთრებულ ყურადღებას ვაქცევთ თანამშრომლების გადამზადებას. თვეში ორჯერ სპეციალურად მათთვის ტარდება გრძელვადიანი ტრენინგები, რომელიც რამდენიმე დღის განმავლობაში გრძელდება. შესაბამისად ჩვენი მომსახურების ხარისხი ძალიან მაღალია.

ჩვენი გუნდი არ არის ორიენტირებული მომხმარებელთან ერთჯერად ურთიერთობაზე, მათთან ყოველთვის ვამყარებთ ახლო კონტაქტს და ჩვენი თანამშროლობა გრძელვადიანია”-ამბობს მარიამ მამუკაშვილი.





მიუხედავად იმისა, რომ 23 წლისამ დამოუკიდებლად დაიწყო და 25 წლის ასაკში საკმაოდ სოლიდური და წარმატებული კომპანი აქვს, ჰოლდინგის ყველა მიმართულებაში აქტიურადაა ჩართული, მათ შორის თავად აწარმოებს მოლაპარაკებებს მწარმოებლებთან და მომხმარებლებთან.

“ყველაფერში ვარ ჩართული. გარდა საოფისე საქმიანობისა, გვაქვს საწყობში ძალიან ბევრი დასახელების პროდუქტი, ქვეყნის ფარგლებს გარეთ მოლაპარაკებებს ვაწარმოებ მწარმოებლებთან და მომწოდებლებთან, ასევე მომხმარებელთან. ჩემთვის საამაყოა, რომ “მეგა ჰოულდინგ” – მა საქართველოში ისეთი პროექტები განახორციელა, რომელიც აქამდე არ იყო. გვყავს მონიტორინგის ჯგუფი, რომელიც მუდმივ კავშირშია მომხმარებელთან და ყოველდღიურად ვცდილობთ ჩვენი მომსახურების ხარისხი გავაუმჯობესოთ.

კითხვაზე ელოდა თუ არა ის ბიზნეს სექტორში ამხელა აღიარებას და წარმატებას , მარიამი ამბობს, რომ არა მხოლოდ ელოდა, არამედ დარწმუნებული იყო, რომ მიაღწევდა იმას, რაც მიზნად დაისახა და რაც ძალიან ბევრი ადამიანისთვის დაუჯერებელი იყო.

ბევრი ადამიანისთვის ეს თავიდანვე დაუჯერებელი იყო, ჩემთვის კი ეს იყო მიზანი, საკუთარი თავისთვის დაემტკიცებინა, რომ ვიყავი ძალიან მაგარი გოგო. ამ საქმის განხორციელებაში ყველაზე მთავარი ფაქტორი იყო, ჩემი ოჯახი და მათი მხარდაჭერა. მერე იყო ბევრი რთული დღე, ყველაფერთან ერთად ბრძოლა მიწევდა საკუთარ თავთან, არ მინდოდა მუხტი, მოტივაცია დამეკარგა. ვაცნობიერებდი რა რთულ გზაზე დავდექი. საბოლოოდ კი აქამდე მოვედი, მიზანი იყო ის რომ ყოველი მომდევნო თვე ყოფილიყო წინაზე უკეთესი და ასე გრძელდება დღემდე.

პოპულარული

15 სექტემბერის ასტროლოგიური პროგნოზი
ამერიკაში ქართველი მეცნიერ-გამომგონებელი მოკლეს - მკვლელობაში ეჭვმიტანილი 28 წლის მამაკაცი ერიკ კრავჩუკია
თენგიზ კიტოვანს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს (ვიდეო)
"პუტინმა ივანიშვილს უთხრა: თუ საჯაროდ არ იტყვი უარს ნატოზე და ევროკავშირზე, 31 დეკემბრამდე მე მოვახდენ ე.წ სამხრეთ ოსეთის ანექსიას" - სააკაშვილი (ვიდეო)
დაწერე კომენტარი