მამის მკვლელობაში ბრალდებული ხაჩატურიანები გაათავისუფლეს – რას ამბობს გოგონების დედა

ხაჩატურიანები

მოს­კო­ვე­ლი დები ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­საც მა­მის მკვლე­ლო­ბა ედე­ბა ბრა­ლად, ცი­ხი­დან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლე­ბი არი­ან და ში­ნა­პა­ტიმ­რო­ბა­ში იმ­ყო­ფე­ბი­ან. გო­გო­ნე­ბის მა­მი­დებ­მა მათი და­კა­ვე­ბა კვლავ მო­ი­თხო­ვეს, თუმ­ცა მოს­კო­ვის სა­სა­მარ­თლომ ბრალ­დე­ბუ­ლე­ბის ცი­ხე­ში დაბ­რუ­ნე­ბა­ზე 2 დღის წინ უარი გა­ნა­ცხა­და.

გო­გო­ნე­ბის დე­დამ, აუ­რე­ლია დუნ­დუკ­მა შვი­ლე­ბის მდგო­მა­რე­ო­ბა­ზე ისა­უბ­რა. მისი თქმით, უმ­ცრო­სი შვი­ლი – მა­რია დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს, რად­გან არას­რუ­წლო­ვა­ნია; უფ­რო­სე­ბი კი – კრის­ტი­ნა და ან­გე­ლი­ნა ცალ-ცალ­კე არი­ან, დედა მათ ტე­ლე­ფო­ნით ესა­უბ­რე­ბა, დებს ერ­თად ცხოვ­რე­ბის ნება არ მის­ცეს.

„მე მათ შევ­ხვდი, ძა­ლი­ან ბედ­ნი­ე­რი წუ­თე­ბი იყო, დიდ­ხანს ვე­ხუ­ტე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. თუმ­ცა არ შე­მიძ­ლია უმ­ცრო­სი შვი­ლის და­ტო­ვე­ბა და ამი­ტომ უფ­რო­სებ­თან ღა­მით ვერ ვრჩე­ბი. გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბის დღეს მათ ის­ტე­რი­კა ჰქონ­დათ, თუმ­ცა ყვე­ლა­ფერ­მა გა­ი­ა­რა… გო­გო­ნე­ბი ძლი­ე­რე­ბი არი­ან და მეც მაძ­ლი­ე­რე­ბენ,“ – აღ­ნიშ­ნა აუ­რე­ლი­ამ.

ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნებს აქვთ უფ­ლე­ბა, ეკონ­ტაქ­ტონ იმ პი­რებს, ვინც მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ში არ ფი­გუ­რი­რე­ბენ. მათ შე­უძ­ლი­ათ, ესა­უბ­რონ მე­გობ­რებს, მას­წავ­ლებ­ლებს… თუმ­ცა, გო­გო­ნებს კვლავ ეკ­რძა­ლე­ბათ და­ზა­რა­ლე­ბუ­ლის ახ­ლობ­ლებ­სა და მოწ­მე­ებ­თან შეხ­ვედ­რა, ისე­ვე, რო­გორც – ერ­თმა­ნე­თის ნახ­ვა.

გო­გო­ნე­ბის დე­დის თქმით, ორი უმ­ცრო­სი დის სკო­ლა­ში სწავ­ლის სა­კი­თხი ჯერ მოგ­ვა­რე­ბუ­ლი არ არის, სას­წავ­ლო და­წე­სე­ბუ­ლე­ბე­ბი­დან პა­სუხს კვლავ ელო­დე­ბი­ან. აუ­რე­ლია ამ­ბობს, რომ თავ­და­პირ­ვე­ლად გო­გო­ნებს ქუ­ჩა­ში გას­ვლა სრუ­ლე­ბით არ უნ­დო­დათ და ეში­ნო­დათ, რომ მათ იც­ნობ­დნენ და რა­მეს ეტყოდ­ნენ.

„პირ­ვე­ლად რომ გა­მო­ვე­დით, ძა­ლი­ან გვე­ში­ნო­და. ჩვენ­თან არა­ვინ მო­სუ­ლა, არა­ვის არა­ფე­რი უკი­თხავს. შე­იძ­ლე­ბა გვცნო­ბენ, მაგ­რამ არ უნ­დათ, მეტი ტკი­ვი­ლი მოგ­ვა­ყე­ნონ. სა­დაც ჩვენ ვცხოვ­რობთ, იმ უბან­ში ყვე­ლამ იცის, რაც მოხ­და და მშვი­დი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა აქვთ,“ – ამ­ბობს ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის დედა.

საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი გრძელ­დე­ბა. დუნ­დუ­კი ვა­რა­უ­დობს, რომ ბრა­ლი გა­დაკ­ვა­ლი­ფი­ცირ­დე­ბა. აუ­რე­ლი­ას უჭირს იმი­სი წარ­მოდ­გე­ნაც კი, რა და­ე­მარ­თე­ბათ შვი­ლებს, თუ კო­ლო­ნი­ა­ში გაგ­ზავ­ნი­ან.

„ოჯა­ხის გო­გო­ნე­ბი არი­ან, მათი ცხოვ­რე­ბა ისე­დაც დან­გრე­უ­ლია. რო­გო­რე­ბი გა­მოვ­ლენ კო­ლო­ნი­ი­დან? წარ­მოდ­გე­ნაც კი არ მინ­და…“ – ამ­ბობს ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნე­ბის დედა.

 

სამ­მა დამ მამა მი­ხა­ილ ხა­ჩა­ტუ­რი­ა­ნი 27 ივ­ლისს მოკ­ლა. მათ მა­მა­კაცს და­ნით მრავ­ლო­ბი­თი ჭრი­ლო­ბე­ბი მი­ა­ყე­ნეს. გა­მო­ძი­ე­ბას გო­გო­ნებ­მა უთხრეს, რომ მამა სას­ტი­კად ეპყრო­ბო­და და თა­ვის გა­სა­თა­ვი­სუფ­ლებ­ლად მოკ­ლეს.

ambebi.ge

loading…

პოპულარული

კულტურის ყოფილი მინისტრი ავარიაში მოყვა - მიხეილ გიორგაძის მდგომარეობა მძიმეა
14 წლის წინ გაუჩინარებული ბიჭის ცხედრის სამძებრო ღონისძიებები - გორის პარკში კრიმინალისტებმა ლურჯი, წითელი და ყვითელი მონიშვნები მოხსნეს
კალაძის პასუხი გრიგოლ ვაშაძის საბანკო ინიციატივაზე
ივანიშვილ-პუტინის კონსპირაციული გეგმა ოკუპირებულ რეგიონებში, ზურაბიშვილის გაპრეზიდენტებით უნდა დაწყებულიყო
დაწერე კომენტარი