“მამა-შვილი და ძმები არიან დაღუპულები…” – ვინ არიან ისანში გაზის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილები

ქეთევან წამებულის გამზირი

უბედური შემთხვევა ქეთევან წამებულის ქუჩაზე – ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად 7 ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა.

დაღუპულები იმავე ქუჩაზე მდებარე “ლიბერთი ბანკში” მუშებად მუშაობდნენ. 

ადგილობრივების თქმით, გარდაცვლილებს შორის არიან ძმები და მამა-შვილი. ისინი ბინაში ქირით ცხოვრობდნენ.

“ყაზტრანსგაზ თბილისის” ინფორმაციით, ბინაში წყლის გამაცხელებელი ჩახსნილი იყო და მაცხოვრებლებმა ის თვითნებურად ჩართეს.

შს სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, რომელიც უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა, აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლის პრიმა მუხლით, რაც 2 ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობას გულისხმობს, ექსპლუატაციის წესების დარღვევის გამო. ადგილზეა ყველა შესაბამისი სამსახურ. ამ ეტაპზე მიმდინარეობს დეტალების დადგენა.

loading...

პოპულარული

"ვაქცინა უკვე შექმნილია , მარტის ბოლომდე ყველა რეგიონში დასტაბილურდება მდგომარეობა....ანტიდოტი ხელს შეუწყობს ადამიანის იმუნიტეტის გაძლიერებას" - ჩინელი დიპლომატი
საფრანგეთში კორონავირუსით ინფიცირებული ყველა პაციენტი განკურნეს
"სარალიძის ოჯახი მ..ტყ...ან, მაგის მკვდარი და ცოცხალი... ყველაზე დაბალი ღობე მე მანახეს... გამწირეს"- მიხეილ კალანდიას მამის პირველი კომენტარი
“ადვადმყოფები ხართ გოგოებო” - ლავროვის შეუარცხმყოფელი რეპლიკა ქართველ ჟურნალისტებს (ვიდეო)
დაწერე კომენტარი