მამა შალვა კეკელია: რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი – აბანოში არ გადამიღონ

შალვა კეკელია

მამა შალვა კეკელია სავარაუდოდ, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ყოფილი თანამშრომლის მიერ გავრცელებულ ფარული მიყურადებით მოპოვებულ მასალებთან დაკავშირებით კომენტარს აკეთებს.

“ჩემი პირადი რამის გაშუქების არ მეშინია, ერთადერთი – საპირფარეშოში არ გადამიღონ, საძინებელში არ გადამიღონ და აბანოში არ გადამიღონ.

წარმოდგენა არ მაქვს ვინ აკეთებდა, მაგრამ რომ კეთდებოდა ფაქტია და ძალიან ცუდია. ეს იყო ყოველთვის, იქნებოდა ყოველთვის და ამას აანონსებდნენ კიდევაც. ჩემთვის, მაგალითად, ვინც ეს ჩაწერა, ისიც ცუდი ადამიანია, ძალიან ცუდი ადამიანია და მეორე, ვინც ამას აშუქებს და ვინც ამას უშვებს, ესეც ძაან მძმეა ჩემთვის.

საშინელი საქციელია, როცა ადამიანს დაუკითხავად უსმენენ”- ამბობს მამა შალვა.

რეკლამა

დაწერე კომენტარი